სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბარდნალის საჯარო სკოლას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან საპატიო სტუმრები ეწვივნენ
08-06-2021
-
+


ლადო ასათიანის სახელობის, ცაგერის მუნიციპალიტეტის, ბარდნალის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ, სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა და სხვადასხვა საინტერესო პროექტშიც სიხარულით მონაწილეობენ.

ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლას საპატიო სტუმრები ეწვივნენ საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან - ეს გახლდათ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში სასკოლო პროექტის - „ადამის მოდგმა ერთმანეთის არის ნაწილი“ - ერთ-ერთი აქტივობა.

სტუმრებმა ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილებიდან,  ნესტან ბაგაურმა და მანანა ღვინერია-ვარადაშვილმა სკოლის ეზოში წარმოადგინეს ხელნაწერთა შესანიშნავი გამოფენა, შემდეგ კი ყველა ეს რეპროდუქცია სკოლას საჩუქრად გადასცეს. სტუმრებს ყველასათვის საყვარელი პოეტის, კუთხის საამაყო შვილის, ლადო ასათიანის კრებულები უსახსოვრეს.

„მართალია, ლადოს წიგნებს ყველა ქართულ ოჯახში უდევს ბინა, მაგრამ პოეტის „ვარდებიან ბარდნალაში“, მისივე სახელობის სკოლაში, ნაჩუქარი მათთვის მაინც განსაკუთრებით ძვირფასი იქნება. სკოლის დირექტორმა და სტუმრებმა ისაუბრეს პროექტის მასშტაბურობისა და მისი დიდი მნიშვნელობის შესახებ. შეხვედრა უშუალო, თბილ გარემოში შედგა, შემდეგ გაიმართა დისკუსია, ურთიერთგაცნობა და მოზარდთათვის საინტერესო საკითხებზე საუბარი.

სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, ჩამობრძანებულ სტუმრებს და სჯერა, რომ ეს ურთიერთობა სასურველ შედეგს მოიტანს მომავალში“, - აღნიშნულია ბარდნალას საჯარო სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება