| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

რასთან ასოცირდება სასწავლო წლის დასრულება? რას ნიშნავს ძლიერი სკოლა? რატომაა საჭირო ოჯახის მხარდაჭერა? რა არის მოსწავლისთვის სამაგალითო? რა ახსენდება გამორჩეულად? - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge თბილისის N119 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, თეა ბრეგვაძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:
- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...
- გამორჩეული, განსხვავებული და განსაკუთრებულია, მას სხვაგვარი ტკბილ-მწარე ელფერი ახლავს. ემშვიდობები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს. ისახავ ახალი სასწავლო წლის მიზნებს და ამოცანებს.
- ძლიერი სკოლა ნიშნავს...
- მოსწავლეს, ცოდნასთან ერთად, პიროვნული თვისებები ჩამოუყალიბოს, გახადოს ის საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, გაულამაზოს ყოველი დღე და საუკეთესო მოგონებები გაატანოს სკოლიდან.
- გამორჩეულად მახსენდება სკოლის...
- თვითმმართველობის არჩევნები, როდესაც როდესაც უსაზღვრო ენერგიითა და განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდნენ ბავშვები, გვენატრება ის დრო...
- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...
- სასწავლო პროცესის სრულყოფილებისთვის.
- მოსწავლისთვის სამაგალითოა...
- პედაგოგი, რომელიც ეხმარება მას ცხოვრების ფართო ასპარეზზე გასასვლელად.
- დირექტორის მოტივაციაა...
- მოტივირებული თანამშრომლები და მოსწავლეები, ახალი იდეებითა და ახალი ინიციატივებით.
- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...
- სიახლეებისადმი ლტოლვა ინოვაციების განხორციელება და დანერგვა, სხვადასხვა აქტივობებსა და პროექტებში მონაწილეობა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა