სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გამორჩეულად მახსენდება პანდემიის გამო სახლში გამოკეტილი მოსწავლეების სკოლაში დაბრუნება“- თამარ მაჭარაშვილი, თბილისის N132 სკოლის დირექტორი
07-06-2021
-
+


რასთან ასოცირდება სასწავლო წლის დასრულება? რას ნიშნავს ძლიერი სკოლა? რა არის მოსწავლისთვის სამაგალითო? რა ახსენდება გამორჩეულად? - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge თბილისის N132 საჯარო სკოლის დირექტორის, თამარ მაჭარაშვილის ბლიც -ინტერვიუს გთავაზობთ:

- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...

- არის სევდიანი. არ მიყვარს სკოლა ბავშვების გარეშე.

- ძლიერი სკოლა ნიშნავს. . .

- ადამიანების სიყვარულით, თანაგრძნობით, მხარდაჭერით და თანამშრომლობის მაღალი კულტურით განმსჭვალული პროფესიონალი კადრის ყოლას.

- გამორჩეულად მახსენდება სკოლის...

- გარე ფასადის რეაბილიტაციის შემდეგ, პანდემიის გამო სახლში გამოკეტილი მოსწავლეების დაბრუნება და მათი აღფრთოვანება ფერადი სკოლის დანახვისას.

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...

- და აუცილებელი, ვინაიდან და რადგანაც ბავშვის სწავლისა და აღზრდის პროცესი მშობლის ჩართულობის გარეშე არ არის შედეგიანი. ძალიან მნიშვნელოვანია სკოლისა და ოჯახის თანამშრომლობა მოსწავლის სწავლა-განათლებისა და პიროვნებად ფორმირების პროცესში.

მოსწავლისთვის სამაგალითოა...

- მშობელი, მასწავლებელი და ყველა ის ადამიანი, ვისთანაც გარკვეული დროის მანძილზე უწევს ურთიერთობა. პირადი მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ უფროსები უნდა ვეცადოთ, რომ მხოლოდ კარგი ქცევისა და დამოკიდებულებების ნიმუში და მაგალითი მივცეთ მათ.

- დირექტორის მოტივაციაა...

- მეტი წარმატებული მოსწავლე, მეტი პროექტები და გამარჯვებები, ღირსეული ადგილის დაკავება ადგილობრივ თემში!

- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...

- სკოლის თითოეული თანამშრომელი, სასკოლო თემის თითოეული რგოლის წარმომადგენელი, ორიენტირებული უნდა იყოს დაკისრებული მოვალეობის ხარისხიანად შესრულებაზე. მეტი პასუხიმგებლობა და საქმის პირნათლად შესრულება, მშობელთა აქტიური ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში იქნება განვითარებისა და წარმატების საწინდარი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება