სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაკვეთილი, რომელიც ბავშვებს არასოდეს დაავიწყდებათ - დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მასწავლებელი მოსწავლეებს მუსიკას ორიგინალურად ასწავლის
07-06-2021
-
+


პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ნარუჯის სკოლა, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელმა, ნინო ლომჯარიამ ღია სივრცეში კრეატიული, ემოციებით დატვირთული გაკვეთილი ჩაატარა, რომელიც ბავშვებს არასოდეს დაავიწყდებათ.

„ახალგაზრდა მასწავლებელი მეორე წელია რაც ჩვენი სკოლის დიდ გუნდს შეუერთდა, მოსვლისთანავე შეაყვარა თავი მოსწავლეებს, კოლეგებს, მშობლებს; მისი ყოველი გაკვეთილი სიახლეებითაა დატვირთული, ამიტომ დიდი სიხარულით ელოდებიან მოსწავლეები და არა მხოლოდ ისინი...წინსვლასა და წარმატებებს ვუსურვებ ნინო მასწავლებელს და კიდევ ბევრ საინტერესო აქტივობას ველოდებით“, - აცხადებს დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის დირექტორი მედეა ობოლაძე-ცაგარეიშვილი.


იხილეთ ვიდეო

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას -„ჩემი პირველი ნერგი“ დიდი სიხარულით შეუერთდნენ
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება