სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ლაღ, მხიარულ და ფერად ბავშვობას გისურვებთ!“ - ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე იზეიმეს
03-06-2021
-
+


ქუთაისის N36 საჯარო სკოლა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესასწაულს სხვადასხვა აქტივობებით შეუერთდა. ღონისძიებაში ჩაერთო როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. გარდა სკოლის აქტივობებისა, ქალაქში ჩატარებულ ვაჟებს შორის ფეხბურთში, ქუთაისის N36 საჯარო სკოლის გუნდმა მე-2 ადგილი მოიპოვა.  

პატარებმა ფერადი ცარცითა და ნაირ-ნაირი ბუშტებით მოხატეს და მორთეს სკოლის ეზო.

მეტი ინფორმირებისთვის მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები და ბუკლეტები, სადაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ამ დღის მნიშვნელობას. მათი ნამუშევრები სკოლის ფოიეში  გამოიფინა.

„სიმღერით, ღიმილით, ცეკვითა და დადებითი განწყობით კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩაიწერა სკოლისა და თითოეული მოსწავლის მეხსიერებაში.

ამ ლამაზ დღეს ქალაქის მასშტაბით დაეთმო სპორტული ღონისძიებები, სადაც სკოლის გუნდმა ვაჟებს შორის ფეხბურთში მე-2 ადგილი მოიპოვა. 

კიდევ ერთხელ გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ლაღ, მხიარულ, ფერად ბავშვობას და წარმატებულ მომავალს გისურვებთ!“ - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას

პირობითი აკრედიტაციის ვადა მცირდება - ცვლილება უმაღლეს განათლების შესახებ კანონში

ზოგადი განათლების კანონში ორი ცვლილება შედის - დეტალები

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა

პედაგოგები პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავენ

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება