| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ ისტორიის მასწავლებლმა სალომე ჭეიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პროექტი/ღონისძიება ჩაატარა, რომელშიც VI და IX კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ. პროექტი პერფორმანსით დასრულდა, მონაწილეებმა და დამსწრე საზოგადოებამ ხელი მოაწერეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს“.
„26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს! ეს ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს.
არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ ისტორიის მასწავლებლმა სალომე ჭეიშვილმა VI და IX კლასის მოსწავლეებმა, დირექტორისა და დირექციის მხარდაჭერით, ამ დღისადმი მიძღვნილი პროექტი/ღონისძიება გამართეს.
1917 წელს შექმნილმა ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ აირჩიეს ნოე ჟორდანია. მიღებულ იქნა „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“.
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.
საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. ხოლო, 1991 წლის 26 მაისს ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის შედეგაც საქართველოს მოსახლეობის 87% საყოველთაო და დემოკრატიულ არჩევნებში საქართველოს რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტად აირჩია ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდია.
პროექტის დასასრულს მოეწყო ერთგვარი პერფორმანსი, მონაწილეებმა და დამსწრე საზოგადოებამ ხელი მოაწერეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა