სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მას შეგიძლია ანდო სკოლის წარმატება“ - ქუთაისის N21 სკოლის დირექცია ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგ მანანა მესხს გვაცნობს
01-06-2021
-
+


„ქალბატონი მანანა, რომელსაც შეგიძლია, ანდო სკოლის წარმატება“ - ასე აფასებს ქუთაისის N21 საჯარო სკოლის დირექცია ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგ მანანა მესხს. მასწავლებელი ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით გეგმავს გაკვეთილებს და წარმატებული შედეგებიც აქვს.

„ღირსეულ ადამიანია ქიმიისა და ბიოლოგიის  მასწავლებელი ქალბატონი მანანა მესხი. ფაქიზი გრძნობებით, დახვეწილი, რიდითა და პატივისცემით, მრავალფეროვნებითა და ნაყოფიერებით, უზარმაზარი პასუხისმგებლობით, შინაგანი და პროფესიული კულტურით, შემართებითა და მომთხოვნელობით გამორჩეული. დიდი ცოდნით თავის საქმეში, სასწავლო პროცესში სასარგებლო აქტივობებით, უახლესი და ეფექტური მიდგომების გამოყენებით, წარმატების მაღალი კოეფიციენტით, პროფესიული განვითარებითა და გამოცდილების გაზიარებით. 

მოქნილ და ეფექტურ ინსტრუმენტად იქცა კომპლექსური დავალება განმავითარებელი შეფასებისა და სწავლებისთვის პედაგოგის მიერ მე-5ა კლასში ჩატარებულ გაკვეთილზე - თემა „გადაშენებული დინოზავრები“. 

საინტერესოდ განხორციელდა კომპლექსური დავალების არსის გაცნობა, სამიზნე ცნებასთან/ცნებებთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენების დამუშავება. შესრულებული ნაშრომების წარდგენა აუდიტორიის წინაშე. მოსწავლეთა და ჯგუფების მიერ პრობლემების გადაჭრის ალტერნატიული გზების ძიება. თვალსაზრისების შეჯერება და საკუთარი ორიგინალური გადაწყვეტილების წარმოდგენა. შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, ანალიზი, შეფასება ან სხვა. ინტეგრირებულად დამუშავდა სწავლა-სწავლების პროცესში სტანდარტით გათვალისწინებული შედეგები, ცნებები და საკითხები. მოსწავლეთა მიერ სხვადასხვა მასალით (მუყაო, თოკი, მავთული, პლასტელინი და ა.შ ) მომზადდა საინტერესო და მრავალფეროვანი საგაკვეთილო რესურსი. სამარხში აღმოჩენილი დინოზავრების მოდელები. მუშაობის ხარისხი კარგად აისახა შედეგზე.

წარმატებები თქვენ და თქვენს ნიჭიერ მოსწავლეებს, ქალბატონო მანანა!“- წერია დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება