| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალომინაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ შემაჯამებელი ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.
21 მაისს, ქუთაისში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია პროგრამის ფარგლებში 2018–2021 წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების და მიღწეული შედეგების შესახებ.
ღონისძიების მეორე ნაწილში, სამოქალაქო კლუბის წევრები გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალურ კვირეულს შეუერთდნენ და სხვადასხვა გზავნილებით საზოგადოებას გზებზე სიჩქარის შემცირებისკენ მოუწოდეს.
პროგრამა „მომავლის თაობა“, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 2018 წლიდან ახორციელებს, ინიცირებულია ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის (პროექტი ჰარმონიის ფილიალი საქართველოში) და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ. პროგრამას მხარს უჭერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა