TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„იაკობ გოგებაშვილი და „დედა ენა“ - თბილისის N49 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა კონფერენცია ჩაატარეს
31-05-2021
-
+


თბილისის N49 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ნონა შენგელიას ხელმძღვანელობით, ჩაატარეს კონფერენცია თემაზე -  იაკობ გოგებაშვილი და „დედა ენა“. კონფერენციაზე მოსწავლეებმა საინტერესო ინფორმაციები გააცნეს მსმენელებს.

„მხოლოდ დედა ენა არის ენა სულისა და გულისა, ყველა უცხო ენანი კი არიან ენანი მეხსიერებისა... მხოლოდ დედაენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა გულმხურვალედ“, - იაკობ გოგებაშვილი.

14 აპრილი არის „დედა ენის“ დღე. ყველას გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს. 

49-ე საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ნონა შენგელიას ხელმძღვანელობით, ჩაატარეს კონფერენცია თემაზე - იაკობ გოგებაშვილი და „დედა ენა“.  
განვიხილეთ შემდეგი თემები:

1) იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია - ელენე ქიბიშაური,
2) ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელი - ნინო გაბედავა,
3) გოგებაშვილი და ქართული ფოლკლორი - ედვარდ ბერულავა,
4) გოგებაშვილი და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება - ანა ხარატიშვილი,
5) გოგებაშვილი დიდი ქართველი პედაგოგი - მარიამ შამანაური, სალომე მარტაშვილი, ლუკა ჯაშიაშვილი,
6) გოგებაშვილის „დედა ენა“ - ქართული კულტურის მარგალიტი- ანა კუპრავა, ნუგო გვენეტაძე,
7) გოგებაშვილი - ქართული სახალხო სკოლის ფუძემდებელი - ნინო კენჭიაშვილი,
8)დედაენის გამოცემები - გიორგი გარდაფხაძე,
9)დედაენის 100 წლისთავი - ლიზა შამანაური,
10) „დედა ენის“ თემაზე მიძღვნილი ლექსები - მარი ზაკალაშვილი,
11) ვარიანის სახლ-მუზეუმი - ავთანდილ მეძველია,
12) 14 აპრილი - დედაენის დღე - ნიკოლოზ მერმანიშვილი,
13) წიგნს ძეგლი პირველად საქართველოში დაუდგეს - ჯალალი მამედოვი,
14) ენა ლაზარე - ბარბარე შველიძე.

კონფერენციას ესწრებოდა სკოლის დირექცია და პედაგოგები. 
მოხსენებების შემდეგ გაიმართა აქტიური დისკუსია ქართული ენის მნიშვნელობის შესახებ. საბოლოოდ ჩვენს „დედა ენას“ სითბოთი და სიყვარულით სავსე ღონისძიება მივუძღვენით!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება