სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლა ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების საერთაშორისო ქსელს შეუერთდა
19-05-2021
-
+


წალენჯიხის N2 საჯარო სკოლა ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების საერთაშორისო ქსელს შეუერთდა. 

როგორც სკოლის პედაგოგი ციცი ჭანტურია აღნიშნავს,  ეს ყველაფერი საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. გთავაზობთ პედაგოგის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

„კიდევ ერთი წარმატებული პროექტი. ბედნიერებაა, როცა შრომა გიფასდება. მითუმეტეს ასეთ მნიშვნელოვან და წარმატებულ საქმეში. მადლობა ჩემს სკოლას, მოსწავლეებს, დირექციას მხარდაჭერისთვის. ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა.

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლა ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების საერთაშორისო ქსელს შეუერთდა, რაც საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.

დემოკრატიული სკოლების ქსელი წარმოადგენს ევროპის საბჭოს მიერ შექმნილ ღია პლატფორმას, რომელიც სკოლებში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრებას და ამ მიმართულებით არსებული წარმატებული სასკოლო პროექტების მთელი ევროპის მასშტაბით გაზიარებას ითვალისწინებს.

იგი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა მოსწავლეთა ინიციატივის მოსმენა; სადავო საკითხებზე მუშაობა; ბულინგის პრევენცია; პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების წინააღმდეგ და დისკრიმინაციასთან ბრძოლა; სკოლაში კეთილდღეობის გაუმჯობესება.

დემოკრატიული სკოლების ქსელში გაწევრიანებით სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ:
ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების ქსელის (DSN) საიტზე/პლატფორმაზე სკოლის ვებგვერდის შექმნა;
მცირე პროექტების დაფინანსება;

მონაწილეობის მიღება/მხარდაჭერა საერთაშორისო კონფერენციებსა და კონკურსებში;
ევროსაბჭოს მასალების პილოტირება;

საგანმანათლებლო-პროფესიული კავშირები სხვა სკოლებთან.

მოცემულ ბმულზე იხილავთ ჩვენი სკოლის წარმატებულ პროექტს.

დიდი მადლობა გულისხმიერი თანამშრომლობისთვის ნათია ნაცვლიშვილს, ცისია გაგნიძეს, დალი კვარაცხელიას, თეონა სილაგაძეს, ხათია მატკავას, მასწავლებლის სახლსა და წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრს“, - აღნიშნავს ციცი ჭანტურია.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება