სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

როგორ ხვდებიან ახალ წელ სვანეთში, სამეგრელოსა და გურიაში და რას ნიშნავს „კალანდა“
31-12-2017
-
+


ახალი წლის ტრადიციები  საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ნებისმიერი მათგანის მიზანი ერთია -  დღესასწაულს ისე უნდა შეხვდნენ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოუტანოს.

ახალ წელს საქართველოში ხშირად „ბასილის დღეს“ უწოდებდნენ, რადგან პირველ იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ბასილი დიდს იხსენიებს. სწორედ ამიტომ ძველად საახალწლოდ  ადამიანის ფორმის პურიც ცხვებოდა, რომელსაც ე.წ. „ბასილას კვერები“  ეწოდებოდა.

ახალი წელი სვანეთში:  

ახალი წლის წინა ღამეს სვანეთში აცხობენ ბევრ ყველიან პურს, რომელთაგან ერთი სხვებთან შედარებით დიდია და შუაში ჯვარი აქვს გამოსახული. გიდელში ჩააწყობენ თაფლს, ყველს, ხორცსა და სხვა სანოვაგეს და სახლის გასავალ კარებზე ჩამოკიდებენ, რომ მეკვლეს მზად დახვდეს.

მეკვლე კარებზე დააკაკუნებს შემდეგი სიტყვებით: „ყორ ჩვემკარდ, ყორ ჩვემკარდ!.. (კარი გააღეთ) ღერთემიშ ჟორ ამღვა, ყორ ჩვემკარდ! (ღვთის წყალობა მომაქვს, კარი გამიღეთ!)." სახლში შესვლისას კერას სამჯერ შემოუვლის, დიდ ჯვარიან პურზე დააწყობს ტკბილეულს და ფულს, ყველას დაუვლის და დღესასწაულს ულოცავს.

ახალი წელი სამეგრელოში: 
 
სამეგრელოში ახალი წლის პირველ დღეს „კალანდა“ ეწოდება და მას თოფების სროლით ეგებებიან. სამეგრელოში ახალ წელს დილაადრიან ოჯახის უხუცესი მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხი დევს, სახლიდან გარეთ გადიოდა ახალი წლის მოსალოცად. გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ სახლში შემოდიოდა, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებდა, ჯამს იქვე მიუდგამდა და თვითონ საახალწლო ტაბლას მიუჯდებოდა, რომელზეც ელაგა: ღორის თავი, ბასილა თავის ხაჭაპურებით, ხილი და სხვა. საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით"დააბერებდა."საუზმის შემდეგ კი იწყებოდა თუთის წკნელებით საახალწლო მილოცვები.

ახალი წელი გურიაში:

გურულები ახალ წელს, იგივე „კალანდას“, როგორც მას ისინი ეძახიან, აღნიშნავენ ჩიჩილაკის მორთვით, ხის თეფშზე აწყობენ ხაჭაპურს, ღორის თავს, ტკბილეულსა და ღვინოს და სვამენ ბედნიერებისა და კეთილდღეობის სადღეგრძელოს.

გურულების შობა – კალანდის ამბავი კი ასე დადგენილა. რაც არ უნდა მშრალი იყოს ზამთარი, ძველით ახალ წელს მაინც გათოვდებაო, ამბობენ გურიაში და მართლებიც არიან– 13 იანვრის ღამეს ყოველთვის თოვს, დგება ნამდვილი ახალი წელი,  კალანდა...ვიდრე კალანდობის ღამე შემოვა, წინასწარ საცეცხლედ ცხემლას არჩევენ და 13 იანვარს ბუხარში შეუძახებენ. სანამ 12 საათზე თოფების გამაყრუებელი ბათქაბუთქი არ ამტყდარა, სოფელში მხოლოდ ძაღლების ყეფა, შეშის ტკაცუნი ისმის.  მთებს ჩახუტებულ პატარა გურიაში კალანდა ჩიჩილაკთან ერთად შემოდის.




ცნობისთვის, „კალანდა“ ლათინური სიტყვაა და ახალი წლის პირველ დღეს ნიშნავს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“

სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება