| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

16 დეკემბერს, შაბათს, 12:00 საათზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დიდი დარბაზში „ეტალონის“ პრაქტიკული კონფერენცია და Izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართება.
პრაქტიკული კონფერენციის მონაწილეები იქნებიან: საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატის საშემოდგომო სეზონის 24 თვითმმართველი ერთეულის „ეტალონი“ მოსწავლეები და წარმომადგენლობითი დელეგაციები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები და მშობლები.
მოწვეული სტუმრები არიან: საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული ელჩ(ებ)ი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სტუდენტები, არასამთავრობო სექტორი და მასმედია;
„ეტალონის“ პრაქტიკულ კონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის შუალედური კონკურსი 24 მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლის მონაწილეობით ჩატარდება.
პირველ სამ ადგილზე გასული მოსწავლეებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 1000, 800 და 500 ლარიანი ფულადი ვაუჩერები დააწესა.
ასევე ჩატარდება პრეზენტაცია: ოჯახი-ბავშვი-სკოლა - აღზრდა-განათლების უპრეცედენტო ინოვაციური სიახლე Izrune.ge-ს შესახებ.
პრაქტიკული კონფერენციის ორგანიზატორები არიან: საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ შემოქმედებითი ჯგუფი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი და ლიტვის საელჩო.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა