სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ანი ხურცილავამ ეკოლიდერთა სკოლაში დაიწყო სწავლა
18-05-2021
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე, ეკოკლუბ „ნიამორის“ ლიდერი, ანი ხურცილავა ეკოლიდერთა სკოლაში მიიღეს.

სალექციო კურსი ორი თვე გაგრძელდება. პროგრამის განმავლობაში განხორციელდება თეორიული სწავლება და საველე გასვლები. ყოველ სამშაბათსა და პარასკევს ლექციებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად მოწვეული სტუმრებიც ჩაატარებენ. 

2021 წელს ეკოლიდერთა სკოლაში მონაწილეობის სურვილი უპრეცედენტოდ ბევრმა მოსწავლემ გამოთქვა. საერთო ჯამში, პროგრამაზე 752 მოსწავლე დარეგისტრირდა მთელი საქართველოდან. მონაწილეები შეირჩა კონკურსის საფუძველზე. სკოლაში მოსახვედრად აპლიკანტებმა 2 ეტაპი - განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება გაიარეს, რომლის წარმატებით გადალახვა 50-მა აპლიკანტმა შეძლო და მოხვდა ეკოლიდერთა სკოლაში. შერჩეული კანდიდატები წარმოდგენილნი არიან საქართველოს ყველა რეგიონიდან. 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ეკოლიდერთა სკოლაში სწავლა უკვე დაიწყო. სასწავლო კურსი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გახსნა და ყურადღება გაამახვილა ეკოლიდერთა სკოლაში მონაწილეთა შესაძლებლობაზე  გაეცნონ გარემოსდაცვით სფეროში არსებულ გამოწვევებს.

„სასწავლო პროგრამის ფარგლებში გექნებათ შესაძლებლობა მიიღოთ ინფორმაცია სხვადასხვა აქტუალურ და საინტერესო გარემოსდაცვით საკითხზე, ჩაერთოთ მსჯელობებში და მოუსმინოთ საინტერესო სტუმრების მოსაზრებებს. ეკოლიდერთა სკოლაში მიღებული ცოდნა და აქ ჩამოყალიბებული ურთიერთობები დარწმუნებული ვარ ძალიან კარგი საფუძველი იქნება იმისათვის, რომ აქტიურად ჩაერთოთ  არა მხოლოდ თქვენს თემში, არამედ ქვეყანაში არსებული გარემოსდაცვითი გამოწვევების გამკლავებაში და რაც მთავარია, მთელი საქართველოს მასშტაბით გახდეთ გარემოსდაცვითი ცოდნისა და ინფორმაციის გამავრცელებლები.”- განაცხადა თამარ ალადაშვილმა.

სასწავლო პროგრამის ფარგლებში IX-XII კლასის მოსწავლეები შეისწავლიან ისეთ საკითხებს როგორიცაა: ადამიანის ეკოლოგიური უფლებები, ნარჩენების მართვის მნიშვნელობა, ბიომრავალფეროვნების დაცვის მექანიზმები, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების რისკის შემცირება, დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა.

ეკოლიდერთა სკოლა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწალო პროგრამაა, რომლის მიზანსაც ახალგაზრდა თაობისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. პროექტი, პირველად 2016 წელს განხორციელდა, ხოლო 2020 წელს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა საზოგადოებას  განახლებული პროგრამა შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც 35 მონაწილე შეირჩა, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს დისტანციური კურსი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება