სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ გამოითვლება მოსწავლის სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულები – შეფასების წესები
24-11-2026
-
+


ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში მოსწავლის აკადემიური მოსწრების შეფასებისთვის განმსაზღვრელი შეფასების რამდენიმე სახეობა გამოიყენება. შეფასების წესი ითვალისწინებს როგორც სემესტრის განმავლობაში მიღებულ ქულებს, ისე წლიურ და საფეხურის შედეგებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგ შემთხვევაში მოსწავლის ქულა მრგვალდება, ზოგ შემთხვევაში არა.

კერძოდ, განმსაზღვრელი შეფასების სახეებია:

ა) საგნის სემესტრული ქულა – საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში; სემესტრული ქულა გამოითვლება მოსწავლის მიერ სემესტრის განმავლობაში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის საფუძველზე; სემესტრული ქულა მრგვალდება მთელის სიზუსტით. სემესტრული ქულის ამაღლება უნდა დარეგულირდეს სასკოლო სასწავლო გეგმით;

ბ) საგნის წლიური ქულა – სემესტრული ქულებიდან გამომდინარე შეფასება საგანში. წლიური ქულა გამოითვლება საგნის სემესტრის ქულების საშუალო არითმეტიკულის საფუძველზე; წლიური ქულა მრგვალდება მთელის სიზუსტით;

გ) საგნის საფეხურის ქულა - საფეხურის განმავლობაში თითოეულ კლასში მიღებული საგნის წლიური ქულის საშუალო არითმეტიკული;

დ) საფეხურის ქულა - გამოითვლება საგნების საფეხურის ქულების საშუალო არითმეტიკულის საფუძველზე; საფეხურის ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

სიახლეები

როდის მრგვალდება მოსწავლის ქულა მთელის სიზუსტით და როდის არა

საბაზო საფეხური წარჩინებით 14 600-მა მოსწავლემ დაამთავრა - ბიუჯეტი

მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის განაწილების წესი შეიცვლება - სახალხლო დამცველის რეკომენდაციას სამინისტრო გაიზიარებს

23 ნოემბერს მართლმადიდებლური სამყარო გიორგობას აღნიშნავს

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

გოგონებმა მოედანზე თავდაჯერებულობა და გუნდურობა გამოავლინეს და ბრწყინვალე შედეგიც აჩვენეს

უმშვენიერეს სანახაობას მშობლები და დაწყებითი კლასების მოსწავლეები ესწრებოდნენ

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება