| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა წარადგინა; დოკუმენტში გაწერილია, რამდენი ლარი გაიცა განათლების მიმართულებით კონკრეტულ ღონისძიებებზე, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები პედაგოგების ფინანსურ დახმარებაზე.
წარჩინებულ მოსწავლეთათვის გადასაცემი ლეპტოპის შესყიდვაზე. გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ სასკოლო ფორმების შესყიდვის მიზნით მიიმართა 45.7 მლნ ლარი, ხოლო სასკოლო სახელმძღვანელოების (3 403.2 ათასი წიგნი და 2 356.4 ათასი რვეული) დაფინანსებამ შეადგინა 25.4 მლნ ლარი.
ქვეყნის მასშტაბით არსებული 2 076 საჯარო და 204 კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დასაფინანსებლად მიიმართა 1 225.9 მლნ ლარი;
საჯარო სკოლის მოსწავლეთა 1 801.0 ათასი სასკოლო ფორმის შესყიდვის მიზნით მიიმართა 45.7 მლნ ლარი, ხოლო სასკოლო სახელმძღვანელოების (3 403.2 ათასი წიგნი და 2 356.4 ათასი რვეული) დაფინანსებამ შეადგინა 25.4 მლნ ლარი;
58 მუნიციპალიტეტში 37.2 მლნ ლარის ოდენობით დაფინანსდა საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტირება;
საგანმანათლებლო დაწესებულების 1.9 ათასი მანდატური უზრუნველყოფდა საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას 735 საჯარო, 2 კერძო სკოლასა და 1 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები 759 პედაგოგისა და 269 ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარების გასაცემად მიიმართა 4.0 მლნ ლარზე მეტი;
„ჩემი პირველი კომპიუტერი“ პროგრამის ფარგლებში 2026-2027 სასწავლო წლის პირველკლასელებისა და მათი დამრიგებლებისთვის შესყიდულ იქნა 50.0 ათასი ერთეული პორტაბელური კომპიუტერი/ბუქი, რომლის დასაფინანსებლად მიმართულ იქნა 36.9 მლნ ლარი, ხოლო წარჩინებულ მოსწავლეთათვის გადასაცემი 14.6 ათასი ლეპტოპის შესყიდვის მიზნით - 29.6 მლნ ლარი.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ
22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა - მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
თითოეულმა მოსწავლემ საკუთარი ასო-ბგერა გააფერადა, დაამუშავა ფოთლები, პეპლები, ყვავილები და ხის რტოები
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას