| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მწვანე მომავლისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს.
პატარები დიდი სიხარულით შეუერთდნენ მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ და სახელობითი ხეები დარგეს.
ბავშვები ნერგებს თავადვე მოუვლიან, გაზრდა-გახარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობას.
„სოფელ ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში 4 პირველკლასელთან ერთად 4 სხვადასხვა ჯიშის ხის ნერგი დავრგეთ. აქციაში აქტიურად მონაწილეობდნენ მოსწავლეთა მასწავლებლები და მშობლებიც, რომელთა ჩართულობა და მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
თითოეულ ნარგავს ეყოლება თავისი პატარა მზრუნველი, რომელიც იზრუნებს მის მოვლასა და გახარებაზე. გვჯერა, რომ ეს ნერგები ბავშვებთან ერთად გაიზრდება და ბუნებაზე ზრუნვის ლამაზ ტრადიციად იქცევა. იმედია ნერგების გვერდით სკოლის ახალ შენობასაც ვიხილავთ, რაც კიდევ უფრო მნიშვნელობას და შინაარსს შემატებს აღნიშნულ აქციას“,- აღნიშნავენ სკოლაში და ინიციატივას მიესალმებიან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.
მისი მიზანია მოსწავლეებში გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება და მწვანე სივრცეების მოწყობა-განაშენიანება.
პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. მის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.
პროგრამის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით 12 სახეობის ნერგი დაირგვება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის განაწილების წესი შეიცვლება - სახალხლო დამცველის რეკომენდაციას სამინისტრო გაიზიარებს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ბავშვები ნერგებს თავადვე მოუვლიან, გაზრდა-გახარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობას
„ვულოცავთ მოსწავლეთა გუნდს გამარჯვებას და მადლობას ვუხდით ორგანიზატორებსა და მონაწილეებს საინტერესო და შთამბეჭდავი ღონისძიებისთვის!“
უმშვენიერეს სანახაობას მშობლები და დაწყებითი კლასების მოსწავლეები ესწრებოდნენ
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი