| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს შვეიცარიის ქ. ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN -European Organization for Nuclear Research) ერთკვირიან სტაჟირებაში მონაწილეობის მიზნით საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებლების შესარჩევად.
კონკურსის მიზანია მოტივირებული და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებლების შერჩევა, რომლებიც ცერნში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას სასწავლო პროცესში დანერგავენ და კოლეგებსაც გაუზიარებენ.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს (გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის) საჯარო სკოლების მოქმედ ფიზიკის მასწავლებლებს, რომლებსაც:
განაცხადის წარდგენის წესი:
პრეზენტაცია:
პრეზენტაციის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს და უნდა მოიცავდეს ორ სავალდებულო ნაწილს:
1. კანდიდატის საუკეთესო პრაქტიკა ფიზიკის სწავლების პროცესში - სადაც წარმოდგენილი უნდა იყოს კანდიდატის მიერ რეალურად განხორციელებული ერთი კონკრეტული საგანმანათლებლო პრაქტიკა - გაკვეთილი, ექსპერიმენტი, პროექტი, კვლევითი დავალება, STEM აქტივობა, ფიზიკის კლუბის საქმიანობა ან სწავლების სხვა გამოცდილება.
პრეზენტაციაში სასურველია აისახოს:
2. ცერნისა და მასწავლებელთა საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმირებულობა - კანდიდატმა უნდა წარმოაჩინოს:
განაცხადების მიღება გაგრძელდება 30 ნოემბრის ჩათვლით. დაგვიანებით ან/და არასრულად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.
კანდიდატების შერჩევა:
კანდიდატების შერჩევას განახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შექმნილი სპეციალური კომისია, წარდგენილი პრეზენტაციისა და გასაუბრების საფუძველზე.
გასაუბრების განრიგის შესახებ კანდიდატებს ინფორმაცია მიეწოდებათ მათ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
გასაუბრება ჩატარდება ონლაინ, პლატფორმა TEAMS-ის მეშვეობით.
შეფასების კრიტერიუმები
კანდიდატები შეფასდებიან წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და შეფასების რუბრიკის საფუძველზე.შეფასებისას ყურადღება მიექცევა:
კონკურსის შედეგად შერჩეული 10 მასწავლებელი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაემგზავრება ქ. ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN – European Organization for Nuclear Research) ერთკვირიან სტაჟირებაზე, რომელიც 2027 წლის 28 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით გაიმართება.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს სტაჟირების მონაწილეთა მგზავრობის, საცხოვრებელ და დღიურ ხარჯებს.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილდებეს მასწავლებელი - ყველა დეტალი
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება