| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საბავშვო ბაღებში ბავშვების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა სათამაშოების სათანადო ჰიგიენაა. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების მიხედვით, სათამაშოები, რომლებსაც ბავშვები ყოველდღიურად იყენებენ, რეგულარულად უნდა ირეცხებოდეს და საჭიროების შემთხვევაში უტარდებოდეს დეზინფექცია.
არსებული სტანდარტის მიხედით, ახლად შეძენილი სათამაშოები (რბილის გარდა), სანამ სათამაშოდ გადაეცემათ ბავშვებს, უნდა ირეცხებოდეს 15 წუთის განმავლობაში, 370C-ის ტემპერატურის წყლითა და საპნით, შემდეგ კი უნდა გაშრეს ჰაერზე.
ადრეული ასაკის (2 წლამდე) ჯგუფის ბავშვებისათვის განკუთვნილი სათამაშოები უნდა ირეცხებოდეს ყოველდღიურად წყლით, ჯაგრისით, საპნით ან 2%-იანი სასმელი სოდის ხსნარით, ხოლო სკოლამდელი ასაკის (2 წლის ზევით) ბავშვების სათამაშოები უნდა ირეცხებოდეს ყოველ მეორე დღეს. თოჯინების ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს გაჭუჭყიანების მიხედვით.
სათამაშოებს დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს ქლორამინის 0,5%-იანი ხსნარით ან 0,5%-იანი ქლორის ხსნარით 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ უნდა გაირეცხოს და გაშრეს.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ
22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა - მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლემ ორ კატეგორიაში იასპარეზა და ერთგან პირველი, სხვა კატეგორიაში კი მე-3 ადგილი დაიკავა
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას