სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
24-11-2026
-
+


ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში მათემატიკის პედაგოგების - სალომე სხულუხიასა და თამთა მიქავას,  ორგანიზებით, ჩატარდა საინტერესო და შემეცნებითი ინტელექტუალური თამაში -„რა? სად? როდის?“.

თამაშში მოსწავლეთა გუნდმა გამოავლინა ცოდნა, ლოგიკური აზროვნების, სწრაფი რეაგირებისა და გუნდური მუშაობის უნარები. დაძაბული და საინტერესო შეჯიბრება მოსწავლეთა გუნდის გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვებულები სიგელებით დაჯილდოვდნენ, ხოლო გუნდის საუკეთესო მოთამაშეს განსაკუთრებული ჯილდო - სიმბოლური „ბროლის ბუ“ გადაეცა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია დარბაზის დახმარების გამოყენების ეტაპზე გუნდის აქტიური მხარდაჭერა. ამ პროცესში გამოჩენილი ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ სკოლის ხელოვნების პედაგოგი ვერა ლომიძე და IX კლასის მოსწავლე გელა კუხიანიძე.

ღონისძიებამ დიდი ინტერესი და დადებითი ემოციები გამოიწვია. აქტივობას მაღალი შეფასება მისცა სკოლის დირექტორმა, მაკა გუბელაძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა მსგავსი ინტელექტუალური თამაშების მნიშვნელობას მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესების, აზროვნებისა და თანამშრომლობითი უნარების განვითარების საქმეში.

„ვულოცავთ მოსწავლეთა გუნდს გამარჯვებას და მადლობას ვუხდით ორგანიზატორებსა და მონაწილეებს საინტერესო და შთამბეჭდავი ღონისძიებისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარეთ მოსწავლეთა მონდომება და პედაგოგთა საგანმანათლებლო მიდგომები. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

სიახლეები

როდის მრგვალდება მოსწავლის ქულა მთელის სიზუსტით და როდის არა

საბაზო საფეხური წარჩინებით 14 600-მა მოსწავლემ დაამთავრა - ბიუჯეტი

მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის განაწილების წესი შეიცვლება - სახალხლო დამცველის რეკომენდაციას სამინისტრო გაიზიარებს

23 ნოემბერს მართლმადიდებლური სამყარო გიორგობას აღნიშნავს

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

„ვულოცავთ მოსწავლეთა გუნდს გამარჯვებას და მადლობას ვუხდით ორგანიზატორებსა და მონაწილეებს საინტერესო და შთამბეჭდავი ღონისძიებისთვის!“

გოგონებმა მოედანზე თავდაჯერებულობა და გუნდურობა გამოავლინეს და ბრწყინვალე შედეგიც აჩვენეს

უმშვენიერეს სანახაობას მშობლები და დაწყებითი კლასების მოსწავლეები ესწრებოდნენ

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება