სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ოქროსფერი შემოდგომა დიდი ილიას ეზოში - ყვარლის N2 საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა ორიგინალური ღონისძიება 
24-11-2026
-
+


ყვარელში, დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ისტორიულ ეზოში, ნამდვილი კახური შემოდგომის დღესასწაული გაიმართა.

ყვარლის N2 საჯარო სკოლის IIIბ კლასის მოსწავლეებმა შემოდგომისადმი მიძღვნილი ღონისძიება განსაკუთრებულად, შემოქმედებითად და ორიგინალურად წარმოადგინეს. საინტერესოდ აგებული სცენარის მიხედვით, მოსწავლეებმა როლები გადაინაწილეს: ერთმა ნაწილმა მოწვეული ტურისტებისა და დამთვალიერებლების როლი მოირგო, ხოლო კახურ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი პატარა მასპინძლები სტუმრებს ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობით დახვდნენ.

პატარა მონაწილეებმა დიდი სიყვარულითა და ენთუზიაზმით გააცნეს სტუმრებს მშობლიური კახეთის ულამაზესი ბუნება, მისი მდიდარი ისტორია, უძველესი ტრადიციები და ქართული სტუმართმოყვარეობის განსაკუთრებული ხიბლი.

ღონისძიებას უჩვეულო ხიბლს სძენდა ქართული ხალხური სიმღერები და ფანდურის საამური ჰანგები, რომლებმაც ილიას ისტორიული ეზო კიდევ უფრო გააცოცხლა და შემოდგომის დღესასწაულის განუმეორებელი განწყობა შექმნა.

უმშვენიერეს სანახაობას მშობლები და დაწყებითი კლასების მოსწავლეები ესწრებოდნენ. მაყურებელმა პატარა მსახიობების ნიჭიერება, თავდაჯერებულობა და მონდომება გულთბილი შეფასებებითა და გულწრფელი ოვაციებით დააჯილდოვა.

„ეს დღე მხოლოდ გასართობი ღონისძიება არ ყოფილა, იგი იქცა მშობლიური კუთხის სიყვარულის, ეროვნული თვითმყოფადობის, ქართული ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის შესანიშნავ გაკვეთილად“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ „ოქროსფერი შემოდგომა დიდი ილიას ეზოში“ თითოეული მონაწილისთვის დაუვიწყარ, ემოციებითა და სითბოთი სავსე მოგონებად მარად აღიბეჭდება.

ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

სიახლეები

საბაზო საფეხური წარჩინებით 14 600-მა მოსწავლემ დაამთავრა - ბიუჯეტი

მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის განაწილების წესი შეიცვლება - სახალხლო დამცველის რეკომენდაციას სამინისტრო გაიზიარებს

23 ნოემბერს მართლმადიდებლური სამყარო გიორგობას აღნიშნავს

რატომ ვერ დგინდება, რამდენს ხარჯავს სახელმწიფო განათლებაზე? - ხარვეზებზე აუდიტის სამსახურის დასკვნაში ვკითხულობთ

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

უმშვენიერეს სანახაობას მშობლები და დაწყებითი კლასების მოსწავლეები ესწრებოდნენ

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება