სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რუსთავის N17 საჯარო სკოლა დარეგისტრირებულ პირველკლასელთა მშობლებისთვის ინფორმაციას ავრცელებს
14-05-2021
-
+


ლევან გოთუას სახელობის რუსთავის N17 საჯარო სკოლა დარეგისტრირებულ პირველკლასელთა მშობლებისთვის ინფორმაციას ავრცელებს:

„ძვირფასო მშობლებო!

დარეგისტრირებულ პირველკლასელთა საბუთების წარდგენა სკოლაში 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი, საბუთებს, პირადად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად აბარებს სკოლის ადმინისტრაციას.

სკოლაში წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი ასეთია: 

მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას (სპეციალურ ფორმას გადმოგცემთ სკოლა).

კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).  

მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

სკოლის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ლევან გოთუას სახელობის რუსთავის  მე-17 საჯარო სკოლაში ადგილები სრულად შევსებულია.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება