სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ერთადერთი სერიოზული სიმპტომი, რომელიც კორონავირუსის გადატანის შემდეგ ბავშვებში ვლინდება და საავადმყოფოში გადაყვანა ხდება საჭირო
09-05-2021
-
+


კორონავირუსის გადატანის შემდგომ ბავშვებში 100-ზე მეტი სხვდასხვა სიმპტომი ფიქსირდება, რომელიც შეიძლება 6-8 თვის განმავლობაში გაგრძელდეს. სიმპტომების უმეტესობა სერიოზულ მკურნალობას და ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანას არ საჭიროებს, თუმცა იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი და პედიატრი ივანე ჩხაიძე ყურადღებას იმ ერთადერთ სიმპტომზე ამახვილებს, რომლის შემთხვევაშიც აუცილებელია მშობელმა შვილი საავადმყოფოში გადაიყვანოს. 

"ჩვენ ვამბობთ, რომ მწვავე კორონავირუსი მოზარდებსა და ბავშვებში განსხვავდება, გადატანის შემდგომ პერიოდში კი მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის, პირიქით, ერთ-ერთი ინგლისური პუბლიკაციაში, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა წერია, რომ კორონავირუსის გადატანის შემდგომ ბავშვებში 100-ზე მეტი სხვდასხვა სიმპტომი დაფიქსირდა, რომელიც შეიძლება 6-8 თვის განმავლობაში გაგრძელდეს. რომელიმე სიმპტომის სიჭარბეზე არ არის აქ საუბარი, შეიძლება იყოს ძლიერი თავის ტკივილი, დეპრესია, ძილის დარღვევა, ხასიათის შეცვლა, შფოთვები, ტემპერატურა, კუნთების ტკივილიც, ხველაც... ძალიან ბევრი რამ შეიძლება იყოს თუმცა ამ ბავშვებს არ სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია.

ჰოსპიტალიზაცია სჭირდება ერთადერთ სერიოზულ გართულებას, რომელსაც კორონავირუსი იწვევს ბავშვებში. ეს არის პოსტკოვიდურ პერიოდში განვითარებული მულტი სისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც ვითარდება კორონავირუსის მწვავე ფაზიდან 4-6 კვირის შემდგომ. ეს არის დაავადება, რომლის დროს პროცესში რამდენიმე სისტემაა ჩართული -  სასუნთქი, გულსისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი, ნერვული...2-ზე მეტი სისტემის ჩართვა ეს არის ერთ-ერთი ტიპური ამ მართლაც სერიოზული გართულების დროს.  

მთელს მსოფლიოში ითვლება რომ ბავშვებში ეს გართულება გაცილებით უფრო ხშირია, ვიდრე მოზრდილებში. 

დღემდე ჩვენს კლინიკაში 68 პაციენტი გავატარეთ ამ სიმპტომით. ამ ბავშვებს აუცილებლად სჭირდებათ საავადმყოფო, სტატისტიკის მიხედვით, რომელიც ჩვენ გვაქვს ეს საკმაოდ იშვიათად ხდება. საქართველოში 0,22%-შია დაფიქსირებული. ძირითადი ნაკადი იაშვილშია, ჩვენი კლინიკის გარეთ 10-15 ბავშვი უნდა იყოს იგივე სიმპტომით, ანუ სულ 80-მდე ბავშვია რაც ძალიან ცოტაა 30 ათას ინფიცირებულიდან", - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება