მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2017-2018 წელს გამოსაშვები გამოცდის რეპეტიციის გავლა მე-11 კლასელებსაც შეუძლიათ შემდეგ საგნებში: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს (ასევე ნებისმიერ მსურველს) გამოსაშვები გამოცდების სრულად იდენტური ტესტირების გავლას სთავაზობს 8 საგანში.
ტესტირება საგამოცდო სისტემით ტარდება. პროგრამა ისევე გააკონტროლებს ტესტირების დროს, როგორც გამოცდისას. CAT-ის ალგორითმით დადგინდება თქვენი შეფასება (შედეგი ეკრანზე გამოჩნდება).
ტესტირების გავლა ნებისმიერი ინტერნეტში ჩართული კომპიუტერიდანაა შესაძლებელი.
წელს პროექტი გაცილებით ხელმისაწვდომი გახდა მსურველებისათვის - ცენტრმა პროექტისათვის სპონსორების მოზიდვა დაიწყო. მათი მხარდაჭერით ტესტირების საფასური განახევრდა - ერთ საგანში ტესტირების ერთხელ გავლის ღირებულება 5 ლარია (ნაცვლად 10 ლარისა).
პროექტი დეკემბრიდან დაიწყება, რათა მოსწავლეებმა, სურვილის შემთხვევაში, შეძლონ პროექტის საწყის და ბოლო ეტაპზე მიღებული შედეგის შედარება და ამ პერიოდში მიღწეული პროგრესის შეფასებაც.
რეგისტრაციისა და ტესტირების გავლა 15 დეკემბრიდან იქნება შესაძლებელი ვებგვერდებზე WWW.NAEC.GOV.GE ONLINE.NAEC.GE სპეციალურად ამ პროექტისათვის შექმნილი ახალი დავალებები შემდეგ საგნებში:
მე-11 კლასი:
ქიმია; ბიოლოგია; ფიზიკა; გეოგრაფია.
მე-12 კლასი:
ქართული ენა და ლიტერატურა; მათემატიკა; უცხოური ენა; ისტორია.
მსურველები მონაწილეობის საფასურის გადახდის შემდეგ პირდაპირ ცენტრის ვებგვერდებიდან გაივლიან ტესტირებას.
ერთი საგნის ტესტირებაში მონაწილეობის მიღება მსურველს მაქსიმუმ 3-ჯერ შეუძლია.
მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება
2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება
„მერანი“, „ქართლის ჭირი“... - კიდევ რა ნაწარმოებები შეიძლება შეხვდეთ აბიტურიენტებს ხელოვნური ინტელექტის გათვლით
ავტობუსით მგზავრობა ფასიანი იქნება
საგამოცდო ცენტრებთან მიმავალი ავტობუსების მარშრუტები - ეროვნულები 3 ივლისს იწყება
„სასწავლო წლის ბოლოს ისევ და ისევ მოსწავლეები იცინიან“
„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს
„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“
„ვულოცავთ, მოსწავლეებს მეოთხე კლასის წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ ნათელ მომავალს!“
თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს