სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წერილი აფხაზ მეგობარს“ - კალის საჯარო სკოლის მოსწავლეები - გიორგი მარგველანი და მართა ხარძიანი საინტერესო აქტივობას შეუერთდნენ
19-04-2021
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა - გიორგი მარგველანმა და მართა ხარძიანმა, პროექტის „აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომგამოვლილი ბავშვები“ ფარგლებში. განახორციელეს აქტივობა „წერილი აფხაზ მეგობარს“, რომელიც მიზნად ისახავდა ჯანსაღ, მეგობრულ გზავნილს მათ მიერ მოგონილი აფხაზი მეგობრისათვის.

„სამწუხაროდ, აფხაზების ქართველებთან გაუცხოების გამო, ბავშვები რეალურად არ იცნობენ მათ თანატოლ აფხაზ მოსწავლეებს და წერილიც მათ ფანტაზიაში შექმნილ მეგობრებს მისწერეს. სახელებიც მათი მოგონილია.

წერილის შედგენამდე მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას აფხაზეთის (ბუნება, მოსახლეობა, ღირსშესანიშნაობები, კულტურული ტრადიციები, მეურნეობა და სხვა) შესახებ; პარალელები გაავლეს საქართველოს სხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებთან და გაუჩნდათ შეხედულება, რომ აფხაზეთი საქართველოს ორგანული ნაწილია. მოიძიეს და გაეცნენ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული გმირზე - ჟიული შარტავაზე.

გზავნილით მოსწავლეებმი, როგორც საქართველოს მოქალაქეები, შეეცადნენ აფხაზების შემორიგებას და დიდი სურვილი აქვთ, აფხაზმა თანატოლებმაც შერიგების სურვილით და მეგობრული ხელის გაწოდებით უპასუხონ.

პროექტი ხორციელდება eTwining-ის პლატფორმით;

პროექტის ავტორები:

  1. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი გიორგი ტერუნაშვილი;
  2. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლის ქართულის მასწავლებელი ხათუნა თეთრაძე.

პროექტის მიზნებია:

მოსწავლეთა ინფორმაციული ბაზის გამდიდრება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებზე;
 შემოქმედებითი უნარების განვითარება;
პაციფისტური შეხედულებების სტიმულირება;
მხატვრული და ისტორიული წყაროების შეპირისპირებითი ანალიზის უნარების გავარჯიშება;
ქვეყნის ინტერესების მიმართ საკუთარი პასუხიმგებლობის გააზრება;
ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება;
ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი;

მოსწავლეების წერილები გამოქვეყნდა სკოლის კედლის გაზეთშიც.

მოსწავლეთა ამ აქტივობას ხელმძღვანელობა გაუწია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის VI კლასის „ჩვენი საქართველოს“ მასწავლებელმა გიორგი ტერუნაშვილმა“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ გიორგის წერილი
იხილეთ მართას წერილი


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება