| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მწვანე მომავლისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს.
პატარები დიდი სიხარულით შეუერთდნენ მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ და შერჩეულ ტერიტორიაზე სახელობითი ხეები დარგეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სასწავლო წლის დაწყებიდან მიმდინარეობს მასწავლებელთა საინტერესო შეხვედრები კათედრის ფარგლებში, სხვადასხვა ხასიათის აქტივობები და მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებაზე მორგებული გაკვეთილები.
აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, პროგრამის - „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში პირველკლასელმა, რადიკ მოვსესიანმა დიდი სიხარულით დარგო.
პირველკლასელის სახელობითმა ნერგმა სკოლის ეზოში დაიდო ბინა- პირველკლასელმა მას სურვილები ჩაუთქვა და მისი მოვლა საკუთარ თავზე აიღო. როგორც სკოლაში გვიყვებიან, რადიკი, უვლის და რწყავს ნერგს და იმედოვნებს, რომ ხე დიდი და ძლიერი გაიზრდება.
კიროვაკანის სკოლის საზოგადოება, მასწავლებლები და მოსწავლეები ყოველთვის ხალისითა და ინტერესით ერთვებიან მსგავსი ხასიათის აქტივობებში, პროგრამებში და მიიჩნევენ, რომ გარდა გაკვეთილებისა, მათთვის ძალიან საინტერესო და შედეგიანია, არაფორმალური კუთხით დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები და ღონისძიებები.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ
22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა - მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას