TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სწავლა ვისაც უნდა, სწავლობს, თუმცა კარგი იქნება, უნივერსიტეტში ჩარიცხვისას სკოლის ნიშნებს თუ გაითვალისწინებენ“- ქუთაისის N26 სკოლის დირექტორი
09-04-2021
-
+


რას ფიქრობს ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე, მისი აზრით რამდენად მნიშვნელოვანია სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რას ეტყოდა კოლეგებს - ამ საკითხებზე etaloni.ge ქუთაისის N26 საჯარო სკოლის დირექტორის ვარდო უგულავას მოსაზრებას გთავაზობთ.

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?

- ამ თემასთან დაკავშირებით როდესაც გვისაუბრია, სხვადასხვა მოსაზრებაა, მაგრამ ვფიქრობ, სკოლის ავტორიტეტი აიწევს. ამას იმიტომ ვამბობ რომ უნივერსიტეტში სკოლის ნიშნებს არ ექცევა ყურადღება, მოსწავლეებსაც აღარ აინტერესებთ სკოლის ნიშნები და მიმაჩნია, რომ ეს მათ მოტივაციაზე უარყოფითდ აისახება, თუმცა სწავლა ვისაც უნდა, მაინც სწავლობს. კარგი იქნება, სკოლის ნიშნებს თუ გაითვალისწინებენ; მაგალითად, როდესაც ვაბარებდი უნივერსიტეტში, მაშინ ექცეოდა ყურადღება ატესტატს და ძალიან კარგი იყო, შეიძლებოდა ნახევარი ან ერთი ქულით წინ წასულიყავი... იმის თქმა მინდა, რომ განვლილი წლები წყალში არ არის ჩაყრილი.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

- აბიტურიენტებს ვურჩევდი, აირჩიონ უფრო მოთხოვნადი პროფესიები, რაც არის საჭირო ქვეყნისთვის და მისაღები იმ სპეციალობებს დაეუფლონ. გამოცდებამდე დარჩენილი დრო გამოიყენონ თავაუღებლად მეცადინეობაში.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში.

- ჩემი პედაგოგები მშვენივრად მუშაობენ ელექტრონულ ჟურნალში. თუკი არ იქნება ინტერნეტის პრობლემა, მაშინ ყველაფერი ძალიან კარგად წარიმართება - არის შემთხვევები, როდესაც სამი დღე ინტერნეტი არ გვაქვს... ამ პრობლემებს თუ არ გავითვალისწინებთ, მოგვწონს ეს სიახლე. 

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

- ჩემ კოლეგა-დირექტორებს ვეტყოდი და ვუსურვებდი გამძლეობას, მოთმინებას და ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება