სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N35 საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა
09-04-2021
-
+


ქუთაისის N35 საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილისადმი მიძღვნილი კონფერენცია - პროექტი ჩატარდა, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაგდა ზარანდია ხელმძღვანელობდა.

პროექტი წარადგინეს მე-9 კლასის  მოსწავლეებმა, მათ ისაუბრეს შემდეგ თემებზე:

ისტორიული მიმოხილვა
1) გაერთიანებული საქართველოს მეფეები ;
2) ერკლე მეფე და გეორგიევსკის ტრაქტატი.

საბჭოთა კავშირი და საქართველოს რესპუბლიკა
1) 1918 წლის დამოუკიდებლობა - 26 მაისი
2) 1978წ.ქართული ენის დღე

1989 წლის 9 აპრილი
1) პროკლამაციები.
2) დისიდენტები
3) მიტინგები

ცხრა აპრილის ტრაგედია - საქართველოს გამთლიანება.

„მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს თემები სლაიდებისა და power point-ის მეშვეობით. ღონისძიების დასასრულს მოისმინეს 9 აპრილის ერთ-ერთი უშუალო მონაწილის, 35-ე საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებლის, ხათუნა ჭეიშვილის მოგონება, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ემოციური მუხტი.

პროექტი იყო შემეცნებითი ხასიათის, მოსწავლეები მადლიერნი დარჩნენ იმის გამო, რომ მათ ბევრი რამ გაიგეს, ახლო წარსულის გმირული თარიღის შესახებ.

სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა რუსუდან თავიდაშვილმა, ემოციურად გამოხატა თავისი დამოკიდებულება 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების მიმართ და მადლობა გადაუხადა, მასწავლებელსა და მოსწავლეებს ამ ძალიან საჭირო ღონისძიების ჩატარებისათვის“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება