სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„პედაგოგებმა მარტივად აუღეს ალღო ელექტრონულ პლატფორმაზე მუშაობას“ - რას ფიქრობენ დირექტორები ელექტრონული ჟურნალის წარმოების დანერგვაზე
07-04-2021
-
+


როგორ აფასებენ ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას; რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას ამ პროცესში - აღნიშნულ შეკითხვებზე etaloni.ge სკოლების დირექტორების მოსაზრებებს გთავაზობთ:

მარგო ბალასანიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, მიასნიკიანის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ძალიან მომწონს ელექტრონული ჟურნალი, სკოლაში უკვე დავნერგეთ და თუ რომელიმე პედაგოგს კითხვები უჩნდება, რა თქმა უნდა, ვეხმარებით. ვემხრობით, საბოლოოდ ელექტრონული ჟურნალის სკოლებში დამკვიდრებას.

ვარდევან მარგარიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, მურჯახეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩვენ უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ ელექტრონულ ჟურნალში - სექტემბრიდან და არანაირი სირთულე არ გვქონია; პედაგოგებმა მარტივად აუღეს ალღო ელექტრონულ პლატფორმაზე მუშაობას და მშობლებიც თვალ-ყურს ადევნებენ შვილების სასკოლო ცხოვრებას, ასე რომ, ელექტრონული ჟურნალის გამოყენება ძალიან კომფორტულია.

რუბენ საჰაკიან, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, როდიონოვკას საჯარო სკოლის დირექტორი:

- ძალიან მომწონს ელექტრონულ ჟურნალში მუშაობა, თუმცა მატერიალურსაც ვაწარმოებთ და მიმაჩნია, რომ ზედმეტია ძველი ჟურნალი; ელექტრონული რესურსი მოიცავს ყველა კომპონენტს, ავტომატურად ანგარიშდება საშუალო ქულები და ვფიქრობ, რომ ეს შეფასება ძალიან ობიექტური იქნება; ასევე მომწონს განმავითარებელი შეფასების დანერგვა, ყველა მივეჩვიეთ ელექტრონულ ჟურნალში მუშაობას და მივესალმებით მის საბოლოოდ დანერგვას სკოლებში.

საბინა მამედოვა, მარნეულის მუნიციპალიტეტის, საბირქენდის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ონლაინ-სწავლების დროს ვაწარმოებდით ელექტრონულ ჟურნალს, ახლა მატერიალურს ვაწარმოებთ, რადგან სოფელში ცოტა ჭირს ხარისხიანი ინტერნეტკავშირი; ასევე მიმდინარეობს სკოლის, სხვა შენობაში ვართ, სადაც არასაკმარისია კომპიუტერული ტექნიკა და ამიტომ ვფიქრობ, ელექტრონული ჟურნალის წარმოებაზე სრულად გადასვლა გაგვიჭირდება.

ზაირა არაკელიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბოზალის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ელექტრონული ჟურნალი პირველივე სემესტრიდან დავნერგეთ სკოლაში და ძალიან მოგვწონს. მართალია, თავიდან იყო გარკვეული ტექნიკური ხარვეზები, თუმცა დარწმუნებული ვარ, ნელ-ნელა გამოსწორდება; გვაქვს გარკვეული კითხვებიც - მაგალითად, როგორ ხდება რაღაცების შესწორება, თუმცა ჯამში, ძალიან მოგვწონს, რადგან მისი წარმოება ბევრად კომფორტულია, გაწერილია შემაჯამებლებიც და ვფიქრობ, თანდათანობით ყველა ხარვეზი აღმოიფხვრება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება