TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ვასწავლოთ ბავშვებს ოპტიმიზმი, რათა უშიშრად შეხვდნენ ისტორიის ქარტეხილებს“ - ბარათაულის საჯარო სკოლის დირექტორი დავით ქათამაძე
07-04-2021
-
+


რა დაანახა კოვიდ პპანდემიამ, როგორ დაახასიათებდა 2020 წელს, რა უხარია მასწავლებლებისგან და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად  - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge  ამირან მამალაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულის საჯარო სკოლის დირექტორის დავით ქათამაძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:   

-
კოვიდ პანდემიამ დაგვანახა...

- რომ ისტორია მეორდება, მაშინ როცა გვეგონა საშინელი დაავადებებისგან კაცობრიობა სამუდამოდ გათავისუფლდა. შავი ჭირი, ქოლერა, ყვავილი, „ესპანკა“, ტიფი წარსულში დარჩა, ამ დროს ჩვენ სულ სხვა რეალობის მოწმენი გავხდით. პანდემიამ გამოგვაფხიზლა, სხვა რაკურსით დაგვანახა სამყარო. 

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- სიმტკიცე, „ჭირსა შიგან გამაგრება“ გვასწავლა. დაგვარწმუნა, რომ დაუძლეველი არაფერია. ონლაინ სწავლებამ ახალი სახეებიც გამოაჩინა. ჩვენს შესაძლებლობებს გასაქანი მისცა, ერთად ყოფნის ყადრი გვასწავლა. 

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- ცხოვრების გამოცდის წლად, რომელიც არცთუ ისე წარუმატებლად ჩავაბარეთ. ის ერთი წელი, სულ სხვა, საინტერესო რეალობაში ვიცხოვრეთ.  

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

-  ის, რომ მედგრად დახვდნენ სირთულეებს. გამოავლინეს სრული პასუხისმგებლობა საკუთარი თავისა და დაკისრებული მოვალეობის წინაშე. პროფესიის სიყვარული, ბავშვების სიყვარული, 

სიახლის სწრაფი ათვისება-დანერგვა, ყველა ერთად ქმნის საფუძველს, რომ  ისინი კვლავაც ღირსეულად გაუმკლავდნენ ცხოვრების თანამდევ წინააღმდეგობებს. 

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- თითქოს იცოდნენ და გამოვლილი ჰქონდათ მსგავსი მოულოდნელობები. მალევე გაერკვნენ მოცემულ სიტუაციაში და დამოუკიდებლად გამოიმუშავეს სწავლისადმი ინდივიდუალური მიდგომები, რითაც სასურველ შედეგებზე გავიდნენ. მწამს და მჯერა, რომ ისინი არ დაიკარგებიან, მომავალი მათია. 

- მშობლებს ვურჩევდი...

- დაიმახსოვრონ ძველი აღმოსავლური სიბრძნე: „არ არის საჭირო ბავშვის აღზრდა, ის მაინც თქვენ დაგემსგავსებათ, აღზარდეთ საკუთარი თავი“. მოუსმინონ შვილებს, მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, უჩვენონ კარგი მაგალითი. 

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- მომავალზე, მოსალოდნელ გამოწვევებზე, რისთვისაც მუდმივ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ. ვასწავლოთ ბავშვებს ოპტიმიზმი, რათა უშიშრად შეხვდნენ ისტორიის ქარტეხილებს. ვასწავლოთ წარსული, რომელიც მათ დაეხმარება მომავლის უკეთ აღქმაში. მომავალი ხომ ერთიანი, ძლიერი, გაბრწყინებული საქართველოა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება