სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თელავის N9 საჯარო სკოლაში ტექნოლოგიების კონფერენცია ჩატარდა
09-04-2021
-
+


თელავის N9 საჯარო სკოლაში, TEAMS პლატფორმის გამოყენებით, ONLINE რეჟიმში, შიდა სასკოლო ტექნოლოგიების კონფერენცია ჩატარდა.

კონფერენციაში პირველად მონაწილეობდნენ სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეები.

„მთელი თვე ემზადებოდნენ, ქმნიდნენ, ასწორებდნენ, ხანდახან შლიდნენ და თავიდან აწყობდნენ საკუთარ ნაშრომებს, რომლებშიც აუცილებლად უნდა გამოჩენილიყო ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საპროგრამო მასალის სრულყოფილი ცოდნა, ინფორმაციის ლოგიკურად და თანამიმდევრულად გადმოცემის უნარი, შემოქმედებითობა. პრეზენტაციები ინტერაქტიული უნდა ყოფილიყო, თემის ირგვლივ საკითხთა ცოდნის შესაფასებელიც...   ამ კრიტერიუმებმა ზოგი ჩააფიქრა, საკუთარი ნაშრომები გადაჭარბებულად მკაცრად შეაფასა და ამ პირველ გამოწვევას აქტიური მოქმედების ნაცვლად შორიდან ყურება ამჯობინა. უფრო თამამები, საკუთარი თავის დიდი რწმენითა და შემართებით კი საინტერესო მომხსენებლებად მოგვევლინენ. აი, ისინიც: ლუკა კირვალიძე - მომავალი პროგრამისტი; შიო მაისურაძე -  მკვლევარი ისტ საკითხებში; ნიკა ჭიჭიაშვილი, ნიკა გიუნაშვილი - სპორტული მიმომხილველები; ანდრია მოსიაშვილი, ზუკა ხუციშვილი - გეიმერები;  ნინო თორაძე - მომავალი მათემატიკოსი, თიკა ჯავახიშვილი - საქართველოს ისტორიის უბადლო მცოდნე და მკვლევარი.


ბავშვებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ასე საინტერესოდ რომ გააცანით საკუთარი შესაძლებლობები სასკოლო საზოგადოებას . გვჯერა, მომავალი თქვენია.

კონფერენციას ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი ქალბატონი ნანა თვალიაშვილი, დირექტორის მოადგილე ქალბატონი თინათინ ჯავახიშვილი, სკოლის პედაგოგიური საბჭოს თავჯდომარე ქალბატონი მარინა სეხნიაშვილი, მასწავლებლები: ეთო თამოევი, სოფო თვალიაშვილი, ნატო პაპუნაშვილი. კადრს მიღმა კი მშობლები და ოჯახის წევრები.

კონფერენციას სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ისტ - ის ტრენერი, კონსულტანტი, ექსპერტი, მაღალი რანგის პროფესიონალი კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, ისტ -ის გამოცდილი პედაგოგი ქალბატონი ქეთევან ცერაძე. მისი შეფასება და რეკომენდაციები ჩვენი სკოლისთვის მნიშვნელოვანია. იმ გულთბილი, საინტერესო ჩართვებისთვის, ჩვენი მოსწავლეების წახალისებისთვის, ობიექტური შეფასებისთვის სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის ქალბატონ ქეთევანს. 

კონფერენციას უძღვებოდა სკოლის ისტ-ის  მასწავლებელი ლალი გიგაური“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

ღონისძიების მომზადებასა და მაღალ დონეზე ჩატარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მეთორმეტე კლასმა თავისი დამრიგებლის მხარდაჭერითა და აქტიური ჩართულობით

სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლა
 
საშემოდგომო შეჯამებასავით გავუკეთოთ ია
წალკის N1 საჯარო სკოლაში მადლობას უხდიან სტუმრებს განსაკუთრებული შესაძლებლობისთვის
 

ქაღალდის ჭიქების, ფერადი ქაღალდისა და სხვა ხელოვნების მასალების გამოყენებით მოსწავლეებმა დაამზადეს სიმბოლური სოკოები

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება