სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მე ვიცი და ვიცავ ჩემს უფლებებს“ - ვაჩნაძიანისა და შაშიანის საჯარო სკოლები საინტერესო პროექტში არიან ჩართულნი
06-04-2021
-
+


„მე ვიცი და ვიცავ ჩემს უფლებებს“ - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანისა და შაშიანის საჯარო სკოლები საინტერესო პროექტში არიან ჩართულები. პროექტის მიზანია თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში სამართალდამცავი სტუქტურის წარმომადგენლებს და სკოლებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების დამყარება.

„კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი 2020 წლის ნოემბრიდან ახორციელებს პროექტს „მე ვიცი და ვიცავ ჩემს უფლებებს“, PH international - „სკოლის, საზოგადოების და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის“ (SCOPE) ფარგლებში, აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში (ყარაჯალა, კისისხევი, ქვ. ხოდაშენი, ვაჩნაძიანი, კალაური, შაშიანი, ვაზისუბანი) სამართალდამცავი სტუქტურის წარმომადგენლებს და სკოლებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების დამყარება, ნდობის გაღრმავება და დამოკიდებულებების ცვლილება არაფორმალური განათლების ხელშეწყობის გზით.

პროექტის ფარგლებში გაიმართა ორი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს წარმომადგენელი, კახეთის სამართველოს, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტის ინსპექტორ გამომძიებლები, სკოლის დირექტორები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდულ მუშაობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ მონაწილეების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და თვალსაწიერის გაფართოება. სკოლის როლის წამოწევა და არასრულწლოვანთა დანაშაულის ჩადენის პრევეციული ღონისძიებების მნიშვნელობა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის ჭრილში. ასევე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული სამომავლო აქტივობების, მოზარდებთან შეხვედრის და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგვა.

პროექტის წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს უწყებათ შორის კოორდინირებულ მუშაობას და სკოლებსა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტრო და საგანმანათლობლო დაწესებულებებს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის“, - წერია ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება