სიახლეები
სკოლები

ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ მოსწავლე ბარბარე გოგმაჩაძემ წერის საერთაშორისო კონკურსისთვის წერილი დაწერა
05-04-2021
-
+


ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ IX კლასის მოსწავლე ბარბარე გოგმაჩაძემ წერის საერთაშორისო კონკურსისთვის წერილი დაწერა. პროექტის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებელი ირმა ხარშილაძეა.

წარმოგიდგენთ ბარბარე გოგმაჩაძის წერილს:

„გამარჯობა, დეიდა! 

როგორ ხარ? - იმედი მაქვს, რომ მხნედ და ჯანმრთელად გრძნობ თავს. ალბათ, როგორც არასდროს, ისე ეტრფი სიცოცხლეს, რადგან მისი ფასი ჩვენს შინაგან „მეში“ ჩასახლებულმა სიკვდილის აჩრდილმა სრულფასოვნად შეგვამეცნებინა. ალბათ, იმასაც შეეჩვიე, თუ როგორ დაძრწის ხმაურით ჟინმორეული ვირუსი, როგორ დაბოგინებს დედამიწის ყოველ კუნჭულში და სიკვდილის ცელმომარჯვებული თესავს ბოროტებას.... გრძნობ, რომ აქვეა...გრძნობ და მთელი არსებით ებრძვი უჩინარ მტერს... 

გაიგებდი, ალბათ, დედასაც შეეყარა ვირუსი... და დღემდე ებრძვის მისგან დატოვებულ კვალს...სულ სხვა ფერებით ხედავს სამყაროს... მაშინდელი დედა ახლაც თვალწინ მიდგას: მახსოვს, როგორ შეიცვალა ერთიანად, უფრო მტკიცე და მებრძოლი გახდა...ვგრძნობდი: ფრთხილობდა, დარაჯობდა ჩვენს სიცოცხლეს, ახლობელთა სიცოცხლეს...  იმძლავრა სიცოცხლის ჟინმა, დაამარცხა სიკეთემ ბოროტება: დედა ჩვენთანაა! ...

ცხოვრებამ ერთ წელიწადში ფერი იცვალა. ყველა და ყველაფერი უფრო ძვირფასი გახდა ადამიანებისთვის. კოვიდმა ბევრი რამ შეცვალა ადამიანთა საუფლოში: ღიმილი და სიყვარული გაგვიმრავლდა ადამიანებს... სხვისი ჭირი აღარ „გვეღობესჩხირება“, თანადგომა და დახმარება ვისწავლეთ... რატომღაც მგონია, თითქოს მზეც უფრო  მხურვალე და კაშკაშა  გახდა.! ... 

ალბათ, შენც ვერ წარმოიდგენდი, რომ ნინი პირველ კლასში დისტანციურად ისწავლიდა. პანდემია რომ ასე შეუცვლიდა ცხოვრებას კალაპოტს?!...მაგრამ რეალობას ვერსად გავექცევით: ვისწავლეთ ვირუსთან ერთად ცხოვრება! ...  მოკითხვას, მოფერებას მეტი ფასი დაედო... ახლა უკვე ჩემთვის კოვიდი მონატრებასთან ასოცირდება, კი წავედი სკოლაში, მაგრამ სახლში დაბრუნებულს ასე მგონია, ხვალ ისევ დისტანციურად მომიწევს ჩემს უსაყვარლეს ადამიანებთან ურთიერთობა. ნელ-ნელა შევეჩვიე ყოველდღიურად რაღაცის ცვლილებას. ერთადერთი რაც დამრჩა: შიშია!... შიში, რომელიც პანდემიასთან ერთად ჩამისახლდა სულში. თავდაპირველად მეგონა, რომ ამის მიზეზი ოკეანის გაღმა მყოფი, ამერიკაში დარჩენილი ლუკა იყო, მაგრამ ახლა უკვე, როდესაც ისიც მშვიდობით დაგვიბრუნდა და სახლშია, არ ვიცი, რატომ ვიბრძვი ისევ შიშთან!...

ფოთში კი მარტი მის სტიქიაშია!... ცივა, მაგრამ გაზაფხული მაინც თავისას შვება: ხეებზე კვირტები დაბერილან, ტყემლის ტოტები სიშიშვლეს იფარავენ და სააპრილოდ ემზადებიან. იმედია, კოვიდიც ნელ-ნელა დაიხევს უკან. მეცნიერებაც კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს სიკვდილთან ჭიდილში. დრო ისევ თავის ადგილზე დააყენებს ყველაფერს!...                                                                     
ასე მგონია:  თუ დღეს არ ვიტყვი სათქმელს, ხვალ უკვე არ მექნება დრო. დრომ თვითონ წაართვა დროს დრო და ახლა ყოველი გადარჩენილი სიცოცხლე უკვდავებას უდრის.

იცი, ბებია როგორი ჩაფიქრებული გახდა?!...ყოველ ღამე მესმის მისი ჩურჩული, როგორ ევედრება თითოეული ჩვენგანის კარგად ყოფნას უფალს. ნინიზე, ნიკოლოზზე და ტატოზე დარდობს. სულ რაღაცის ეშინია. შენი მონატრება კლავს, მაგრამ პატიოსნად, კეთილსინდისიერად იცავს ყველა წესს!...

იმედია, მალე შევხვდებით ერთმანეთს. ისევ შენებურად ჩამიხუტებ, ისევ დაგინამავს ცისფერ ციმციმა თვალებს ჩემი ნახვით გამოწვეული სიხარულის ცრემლები. იმედია...     
შენი ბარბარე!“

წელს „წერის საერთაშორისო კონკურსის“ 50 წლის იუბილე აღინიშნება. კონკურსში ყოველწლიურად 1,2 მილიონი ბავშვი იღებს მონაწილეობას, მსოფლიო საფოსტო კავშირის 192 წევრი ქვეყნიდან.  ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსის მიზანი წერილის წერის ტრადიციის აღდგენა, დამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაციაა ახალგაზრდა თაობაში, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში წერილობითი ურთიერთობის შენარჩუნება.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებზე რეგისტრაცია სეტემბრიდან დაიწყება - სამინისტრო

ახალი სასწავლო წლის საათობრივი ბადე ცნობილია

საჯარო სკოლა გაძარცვეს - საქმის დეტალები 

აპელაციაში გადახდილი თანხის დასაბრუნებლად განაცხადების გაკეთება იწყება - ვის დაუბრუნდება თანხა 

რამდენი 0 ქულა დაიწერა ეროვნულებზე - საგნების მიხედვით სტატისტიკა ცნობილია

პიროვნება

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

„ჩვენთან გამოცდილი პედაგოგები არიან, არ უჭირთ ბავშვებთან ურთიერთობა“
სკოლები

„გრანტები და სასურველი უნივერსიტეტები“... ასე ეხმაურება სკოლა კურსდამთავრებულთა სტუდენტობას

საჯიჯაოს საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე

აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარჯოზე

​„თქვენი სახელი სამუდამოდ დარჩება ჩვენი სკოლის ისტორიაში“ - მაიდნის საჯარო სკოლა პედაგოგ, ანზორ ჯანგველაძეს ემშვიდობება

 

 

 

საინტერესო

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება