სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფოთის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იტალიელ თანატოლებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს
02-04-2021
-
+


ფოთის N12 საჯარო სკოლის პედაგოგის ნანა გალდავას ხელმძღვანელობით, ონლაინ შეხვედრა გაიმართა ფოთელ და იტალიელ მოსწავლეებს შორის. ონლაინ შეხვედრაში მოსწავლეებმა სააღდგომო ტრადიციებზე ისაუბრეს. 

შეხვედრების მიზანს სხვადახვა ქვეყნის კულტურის გაცნობასთან ერთად, ინგლისური ენის ცოდნისა და უნარების განვითარება წარმოადგენს.

„თითქმის უკვე ერთი წელია, რაც ინგლისური ენის პედაგოგი ნანა გალდავა მართავს ჩვენი სკოლის მოსწავლეების ონლაინ შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებთან. 

მოსწავლეები ეცნობიან ერთმანეთს, ცვლიან საინტერესო ინფორმაციებს თავიანთი ქვეყნის კულტურული
თავისებურებების შესახებ. გარდა იმისა,რომ მოსწავლეებს აქვთ საშუალება გაეცნონ სხვადასხვა ქვეყნის კულტურულ მრავალფეროვნებას, ამ აქტივობებით ისინი იძენენ და ივითარებენ ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის, წერისა და მოსმენის უნარებს.

ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა გაიმართა 30 მარტს. ჩვენი სკოლის მე-5 კლასელები შეხვდნენ მათ იტალიელ
თანატოლებს. ძირითადი სასაუბრო თემა იყო სააღდგომო ტრადიციები. მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაციები მოამზადეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება