სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„46+1“ - სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა
23-03-2021
-
+


სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს.

სკოლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობები, სახელწოდებებით „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“, „ჩვენ ვაკავშირებთ“, „46+1“, „ჩვენ მეგობრები ვართ“ განახორციელეს.

დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა „უთვალავი წინდის“ (LOTS OF SOCKS) ტრადიციის შესაბამისად, წინდები მოხატეს და მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვის იდეას შეუერთდნენ.  

„დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე“ 21 მარტს აღინიშნება. ეს თარიღი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლიდან დაწესდა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც აღინიშნება.

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები მგრძნობიარენი არიან ფიზიკური და სოციალური გარემოს მიმართ; უყვართ ადამიანებთან ურთიერთობა და არიან ცნობისმოყვარენი.  სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნა“-ს (დირექტორი - ნაზი ნადირაძე. თბილისი, ავჭალა; დ.სარაჯიშვილის #108)  აღსაზრდელები უგზავნიან მათ გზავნილს: „მე შენ მიყვარხარ - ჩვენ მეგობრები ვართ“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

ხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება