სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნება“ პირველკლასელთა მიღებას აცხადებს
22-03-2021
-
+


წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნება“ 2021-2022 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა მიღებას აცხადებს.

„სკოლა „ოცნება“ გთავაზობთ: თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი აკადემიური განათლების მიღებას; მოსწავლეთა პოტენციური შესაძლებლობების გამოვლენასა და განვითარებას; მათ დამოუკიდებელ, კრიტიკულ და ლოგიკური აზროვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებას; თანამედროვე, ინტელექტუალურ, სულიერად, ზნეობრივად და ფიზიკურად სრულყოფილი მოქალაქის ჩამოყალიბებას.

სკოლა „ოცნების“ პრიორიტეტებია: სწავლების ინოვაციური მეთოდები და ცოდნის მაღალი ხარისხი; მოსწავლეთა მაღალი აკადემიური შედეგები; მასწავლებელთა შერჩევა და შეფასება კვალიფიკაციისა და სერტიფიკაციის შესაბამისად; გახანგრძლივებული დღის რეჟიმის პირობებში, მასწავლებლების მიერ დამატებითი მეცადინეობის ჩატარება და დახმარების გაწევა; მშობლებთან თანამშრომლობა.

სკოლა გთავაზობთ: სუფთა, კომფორტულ და მეგობრულ გარემოს; მოსწავლეებთან ინდივიდუალური მიდგომის მიზნით, სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის მაღალი შედეგებისთვის, თითოეული კლასი დაკომპლექტებულია 15-20 მოსწავლით; I -დან III კლასის ჩათვლით, გახანძლივებული სწავლება (ერთჯერადი კვებით); სკოლის მოსწავლეების ჩართულობა სამეცნიერო და შემოქმედებით მუშაობაში; უცხო ენების გაღრმავებული სწავლება. (ინგლისური ენის შესწავლა იწყება პირველივე კლასიდან, რუსული ენა III კლასიდან, ხოლო IX კლასიდან მოსწავლეებს საშუალება აქვთ მესამე უცხო ენად აირჩიონ გერმანული ან არაბული ენა).

სკოლაში, მოსწავლეთა და აბიტურიენტთა ინტერესების გათვალისწინებით, ფუნქციონირებს სააბიტურიენტო მოსამზადებელი ჯგუფები. მოსწავლეებს ემსახურება ბიბლიოთეკა.

განცხადებები მიიღება როგორც სკოლაში, ასევე ონლაინ. მეილზე irinecaava@mail.ru განცხადება უნდა დაიწეროს დირექტორის, ირინე ცაავას, სახელზე და მასში უნდა მიეთითოს მშობლის/მეურვის სურვილი აღნიშნულ სკოლაში შემოყვანასთან დაკავშირებით; ბავშვის პირადი ნომერი; ბავშვის დაბადების თარიღი;
მშობლების პირადი ნომერი; მშობლების დაბადების თარიღი; ერთ-ერთი მშობლის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 551 855111 - დირექტორი, ირინე ცაავა;
599510071 - მოადგილე, სოფიო იმედაძე. ან მოგვმართეთ მეილზე: irinecaava@mail.ru; 
s.imedadze@hotmail.com“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება