| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ცოცხალი მუზეუმი“ - ამ სახელწოდების პროექტი მიუძღვნეს კულტურული მემკვიდრეობის თემას თბილისის N133 საჯარო სკოლის Vდ კლასის მოსწავლეებმა. კლასის დამრიგებელი ანა ურუშაძეა.
დერეფანში მოწყობილ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღირსშესანიშნაობა, მათ შორის მეტეხის ტაძრის, დადიანების სასახლის, სათაფლიის მღვიმის, რაბათისა და სვანური კოშკის მაკეტები, რომლებიც კრეატიულმა ბავშვებმა და ყოჩაღმა მშობლებმა ერთობლივი ძალისხმევით და დიდი სიყვარულით შექმნეს.
„მეხუთეკლასელები პლაკატების, საინფორმაციო ბუკლეტებისა და ეტრატის ფორმის ცნობარებით დახვდნენ სტუმრებს და ამ ისტორიული ძეგლების მნიშვნელობის შესახებ გააცნეს ინფორმაცია.
ჩვენი ყოჩაღი ბავშვების ნამუშევრები შეაფასა დირექტორმა ქალბატონმა ლიანა ფუტკარაძემ და სასწავლო ნაწილის გამგემ ქალბატონმა ციცო ჭკუასელმა.
მუზეუმი დაათვალიერეს პედაგოგემა და სხვა კლასების მოსწავლეებმა.
კულტურული მემკვიდრეობის კვირეული ჩვენი Vდ კლასის განაცხადია იმის დასტურად, რომ ჩვენს მოსწავლეებს უყვართ საკუთარი სამშობლო, პატივს სცემენ მის ისტორიასა და კულტურას და თავისი ღირსეული ნაბიჯებით აპირებენ ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის შექმნას.
წარმატებები ჩვენს საოცრად კრეატიულ და ნიჭიერ ბავშვებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა