სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია ურთიერთპატივისცემა და თანამშრომლობა“ - მიხეილ ჩიქოვანი, თბილისის N92 საჯარო სკოლის დირექტორი
18-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ? რა ახარებს მასწავლებლებისგან და რა უკვირს მოსწავლეებისგან ?- ამ და სხვა კითხვებს etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში თბილისის N92 საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ჩიქოვანი პასუხობს.

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა...

- რომ ციფრული ტექნოლოგიებისა და წიგნიერების განვითარება სერიოზული გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისათვის.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- ახალი უნარები, მიდგომები და მეთოდები სწავლებაში. უნდა გვემუშავა პირველ რიგში საკუთარ თავზე, რაღა უკეთ გვესწავლებინა მოსწავლეებისათვის.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- როგორც ურთულეს წელი ჩვენს ცხოვრებაში. ურთულესი გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით ადამიანები.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- ურთიერთპატივისცემა, სიყვარული და თანამშრომლობა, მოსწავლეებზე ზრუნვა.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- ის, რომ ისინი ძალიან წარმატებულად, უფროსებზე უკეთ ახერხებენ ტექნოლოგიების უნარჩვევების ამაღლებას.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მეტად იმეგობრონ შვილებთან, იზრუნონ მათ სწავლა-განათლებაზე და მომავალზე.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- რა გველის მომავალში და რამდენად შეუძლია ადამიანს ფეხი აუწყოს, არ ჩამორჩეს იმ გამოწვევებს რასაც ცხოვრება გვიმზადებს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება