სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„განათლება ის იარაღია, რომლის წინაშეც ყოველგვარი გამოწვევა უძლურია“ - ირმა კაპანაძე, საჩხერის N1 სკოლის დირექტორი
18-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის N1 საჯარო სკოლის დირექტორის, ირმა კაპანაძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: 

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- რომ სამყარო ერთიანია, განუყოფელი და ჯანმრთელობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია, რომელსაც ადამიანთა სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- რომ მასწავლებლებს იმაზე მეტი უნარები აქვთ, ვიდრე ეს პანდემიამდე ჩანდა; რომ ხარისხიანი განათლება მიიღწევა მასწავლებელთა მუდმივი განვითრებით; რომ ისტ-ის ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილები 21-ე საუკუნის მოსწავლის დაინტერესების მნიშვნელოვანი იარაღია.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- რთულ, უდიდესი გამოწვევებით სავსე, ფსიქოლოგიურად და ეკონომიკურად ძნელად გადასატან წლად.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- რომ გრძნობენ უდიდეს პასუხისმგებლობას მომავალი თაობის წინაშე; დღე-ღამეს ასწორებენ, რომ ახალ გამოწვევებს ფეხი აუწყონ; ისწავლონ თავად, რომ ხარისხიანი განათლება მისცენ მოსწავლეებს; მუდმივად მუშაობენ საკუთარ თავზე, იმისთვის რომ გაიზარდონ 21-ე საუკუნისთვის საჭირო უნარ-ჩვევებით შეიარაღებული მოქალაქეები.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- რომ გარკვეულ ნაწილს ნაკლები ინტერესი აქვს მომავალი ცხოვრების მიმართ და არ იყენებენ იმ შესაძლებლობებს, რასაც მათ ცხოვრება სთავაზობს.

- მშობლებს ვურჩევდი...

- რომ მეტი ყურადღება მიაქციონ შვილების განათლებას; უფრო მეტად ჩაერთონ მათი სწავლის პროცესში, რადგან ის მოსწავლე, რომლის მშობელიც მეტად არის ჩართული შვილის სწავლის პროცესში და მაღალი მოლოდინი აქვს, მეტ აკადემიურ წარმატებას აღწევს.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- რომ განათლება ის იარაღია, რომლის წინაშე სხვა ყოველგვარი გამოწვევა უძლურია. აკაკი წერეთელი ბრძანებს: „მხოლოდ განათლება იყო და არის წყარო ყოველგვარი ხალხის ბედნიერებისა და კეთილდღეობისა“, ამიტომ  საქართველოს წინსვლისთვის აუცილებელია, ძლიერი, დროის გამოწვევების შესაბამისი განათლების სისტემის განვითარება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება