სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

უფლისციხეში სასიკვდილოდ დაშავებულმა მასწავლებელმა რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
15-11-2017
-
+


უფლისციხეში, ერთი თვის წინ, ცხენიდან ჩამოვარდნილი ტურისტი, ორიტ გური, ისრაელში გარდაიცვალა.

44 წლის ორიტ გური მასწავლებელი იყო. მისი ერთი თირკმელი მამამისს გადაუნერგეს. ის სამი წლის განმავლობაში ელოდებოდა დონორს. ისრაელის მედიის ცნობით, მამის გარდა მან კიდევ რამდენიმე ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე - მისი გული, მეორე თირკმელი და ღვიძლი სხვა პაციენტებს გადაუნერგეს. 

“ჩვენ ჯერ კიდევ წლების წინ შევპირდით ერთმანეთს, რომ თუ რომელიმე ჩვენგანს რამე შეემთხვეოდა, ის აუცილებლად ორგანოების დონორი გახდებოდა. მე ის გავაკეთე, რაც მას სურდა - სხვა ადამიანებს ვაჩუქეთ სიცოცხლე”, - ამბობს ორიტის მეუღლე. 

ინციდენტი, რომლის შედეგადაც 44 წლის პედაგოგი დაიღუპა, 2017 წლის 7 ოქტომბერს, სოფელ ქვახვრელთან მოხდა. ორიტ გური და მისი მეუღლე, ტურისტული მარშრუტით უფლისციხეში იმყოფებოდნენ. როგორც მუზეუმის თანამშრომელი, გიგუცა თათრიშვილი გვიყვება, მათ ადგილობრივ მცხოვრებს ცხენი სთხოვეს. 

,,ამ ბავშვს, პატრონს აუხსნეს, რომ ორიტს ისრაელში ცხენები ჰყავდა და ჯირითიც შეეძლო. მართლაც, კარგად მართავდა თურმე ცხენს, მაგრამ სოფლისკენ, ხიდის ბოლოს შეემთხვევა ეს ამბავი" - ამბობს მუზეუმის თანამშრომელი. 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ადგილობრივები იხსენებენ, რომ ერთ-ერთ მოსახვევში ცხენი დაფრთხა და ტურისტი ბეტონის ბორდიურებს შორის ჩააგდო. ორიტ გურმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო. 

დაშავებული გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ჰოსპიტალში გვითხრეს, რომ სასწრაფოდ ჩაუტარდა თავის ქალის ღრუს ოპერაცია, “მდგომარეობა იყო მძიმე, თუმცა სტაბილური”. ორიტი ოპერაციიდან რამდენიმე დღეში ისრაელში გადააფრინეს, თუმცა მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა და 17 ოქტომბერს გარდაიცვალა. 

,,მე ავასრულე ჩემი შვილის სურვილი. ხალხი მამშვიდებს, რომ ის ახლა მუდმივად ჩემთან იცხოვრებს" - უთხრა ორიტ გურის მამამ ჟურნალისტებს. შვილის გარდაცვალებამდე მას 4 დონორი ჰყავდა, თუმცა თირკმელი ყველა შემთხვევაში შეუთავსებელი აღმოჩნდა. 

შემთხვევის ადგილი



წყარო: qartli.ge

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

მასწავლებლის დღეს გილოცავთ ! - 60 წელი პედაგოგების სტატუსის დაცვიდან

 

სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფლი თახნა წინა წელთან შედარებით შემცირებულია

 

 

სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
ეს იყო საღამო, სადაც მუსიკამ გააერთიანა ემოცია, მოგონება და სიყვარული
 

პროექტის პირველი აკორდი იყო მოსწავლეთათვის სპექტაკლ „ლამაზი ცრემლების“ ჩვენება

წიგნის დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ წიგნი ადამიანებს აერთიანებს და ახალი აღმოჩენებისკენ გვიბიძგებს“

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება