სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„განათლებაში აუცილებელია ინოვაციები“ - ჩიბათის საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა იმნაიშვილი
17-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის დირექტორის, მამუკა იმნაიშვილის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა. . . 

- განათლებაში აუცილებელია ინოვაციები, ახალი საგანმანათლებლო პლატფორმების განვითარება, ტექნოლოგიების მიმართულებით მასწავლებლებისთვის კომპეტენციების ამაღლება, რეგიონებში გამართული ინტერნეტიზაციის აუცილებლობა.
სამოქალაქო პასუხისმგელობაზე დაფიქრება - ზრუნვა საკუთარ თავზე და სხვის უსაფრთხოებაზე, რომელიც ყველა წევრს თანაბრად გვავალდებულებს.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . . 

- სამყარო ვითარდება არამარტო სწრაფად არამედ იცვლება კიდეც და ამ ცვალებად გარემოში დაგროვილი ცოდნის და გამოცდილების გამოყენებაა საჭირო. გამოწვევების წინ დგომის დროს სწრაფი ადაპტირება  იყო საჭირო და საკუთარ თავში ძალების მოკრება რადგან საპასუხისმგებლო პროფესიულ საქმეში მაქსიმუმის გაკეთება მოხდა, რომელიც პირველ როგში საკუთარი ''არცოდნას'' ცოდნაში გადაყვანას მოითხოვდა, რაც პროფესიული საქმიანობის გაზიარების და ერთმანეთის გვერდით დგომის გარეშე წარმოუდგენელია.

- 2020 წელს დავახასიათებდი. . . 

- გამოწვევების, სირთულეების დაძლევის, საკუთარ თავში ძალის პოვნის და შესაძლებლობებზე დაფიქრების.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . . 

- პროფესიაში მოწოდების სიმაღლეზე ყოფნა, სიახლეების მიღება და გაზიარება, შემოქმედებითი მუშაობა სასწავლო პროცესში და მოსწავლეთა შესაძლებლობების ''აღმოჩენა'' .

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . . 

- სასიცოცხლო დროის არასათანდოდ განაწილება

- მშობლებს ვურჩევდი. . . 

- ითანამშრომლონ სკოლასთან და იყვნენ მასწავლებლებთან მუდმივ კომუნიკაციაში, აქტიურად ჩაერთონ  შვილების განათლების მიღებაში. 

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . . 

- ადამიანურ მისიაზე -  ერთმანეთის გვერდით დგომა გადაგვარჩენს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება