სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„აბიტურიენტებს ვურჩევდი, მათი სურვილის მიხედვით აირჩიონ პროფესია“- ჩანჩხალოს საჯარო სკოლის დირექტორი დავით მიქელაძე
17-03-2021
-
+


რას ურჩევდა აბიტურიენტებს და როგორ აფასებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას; რას ფიქრობს სახელმძღვანელობის გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობასა და ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოს საჯარო სკოლის დირექტორს, დავით მიქელაძეს ესაუბრა.

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?

- ნაწილობრივ ვეთანხმები.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

- მათი სურვილის მიხედვით აირჩიონ პროფესია; რაც უკეთ გამოსდით, ის პროფესია აირჩიონ, მიაქციონ მეტი ყურადრება იმ საგანს, რაშიც უფრო სჭირდებათ მომზადება.

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?

- მასწავლებელთა მოსაზრება გასათვალისწინებელია.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას ? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?

- მასწავლებლები ახერხებენ ელექტრონულ ჟურნალს, მაგრამ მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პედაგოგები ვერ ვასწრებთ ერთ კვირის შუალედში ნიშნის წარმოებას და კარგი იქნება დროის გახანგრძლივება.

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

- ვიყოთ კოლეგიალურები და გავუზიაროთ ერთმანეთს მოსაზრებები.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

უფასოდ სწავლისთვის კრედიტების 100 პროცენტი დაგჭირდებათ - რომელ სტუდენტებს ეხება ახალი წესი

ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე

სასკოლო ფორმა განვადებით თუ ქეშბექით? - „ფაქტობრივად გაფორმებულია ხელშეკრულება ბანკებთან“

ჩარიცხვებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - დეტალები აბიტურიენტებისთვის

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება