სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„გამოწვევამ გვასწავლა გაკვეთილების ჩატარების ახალი მეთოდი“ - ჯანდარას საჯარო სკოლის პედაგოგი ნელი ასლამაზაშვილი
17-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლის პედაგოგის, ნელი ასლამაზაშვილის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა. . .

- რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანებთან ურთიერთობა, სიყვარული, თანაგრძნობა, თანადგომა და ყველაზე  მთავარი  -  სიცოცხლის ფასი. პანდემიამ კი მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების სტილი, ჩავიკეტეთ სახლებში, გადავედით სწავლების დისტანციურ მოდელზე ...

კოვიდ პანდემიამ  ნათლად დაგვანახა და დაგვაფიქრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებზეც არასოდეს არ გვიფიქრია, მნიშვნელოვანია, რომ გაუფრთხილდეთ და გვიყვარდეს ერთმანეთი, მხოლოდ ადამიანებს ერთმანეთთან თანადგომით შეგვიძლია ურთულესი გამოწვევის ერთობლივად გადალახვა.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . .

- თუ რამდენად არის მნიშვნელოვანი ციფრული  ტექნოლოგიების ფლობის აუცილებლობა, როცა პანდემიამ  მოულოდნელად შეცვალა სკოლის ცხოვრების რიტმი, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა მაქსიმალურად, გმირულად იმუშავეს, რომ ახალი ტექნოლოგიებისათვის ფეხი აეწყოთ, რომელივ შემდგომ დადებითად აისახა ჩატარებულ ონლაინ გაკვეთილებზე. ვფიქრობ, რომ ამ გამოწვევამ გვასწავლა გაკვეთილების ჩატარების ახალი მეთოდი.

- 2020 წელს დავახასიათებდი. . .

- როგორც ერთ-ერთი ურთულესი წელი ყველა სფეროსთვის, რომელმაც მთლიანად შეცვალა მთელი სამყარო  და თითოეული ჩვენთაგანის ყოველღიური ცხოვრების წესი. მთავარი გამოწვევა კი ჩვენთვის მასწავლებლებისათვის ონლაინ სწავლება  გახდა, რომელიც მიუხედავად ბევრი სირთულეებისა  წარმატებით დავძლიეთ.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . .

- მასწავლებლებისაგან მიხარია ის, რომ  არ შეუშინდნენ სირთულეებს ონლაინ სწავლების დროს, შეისწავლეს სხვადასხვა პროგრამები, მიხარია ის თუ რამდენად არიან მოტივირებულები და შრომობენ დაუღალავად, რათა სასურველ შედეგს მიაღწიონ, ზრუნავენ ბავშვების განვითარებისათვის, რადგან ქვეყნის წარმატებისათვის მეტად მნიშვნელოვანია, უფრო მეტი  განათლებული  ახალგაზრდა.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . .

- ის გარემოება, რომელშიც პანდემიის შედეგად აღმოვჩნდით, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, შეძლებისდაგვარად, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მაქსიმალურად კარგი შედეგი დაედოთ სასწავლო პროცესში.

- მშობლებს ვურჩევდი. . .

- მიუხედავად იმის, რომ პანდემიის დროს მშობლების უმრავლესობა ჩართული იყვნენ დისტანციური სწავლების პროცესში, თუმცა ვურჩევდი მათ, უფრო აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში და უფრო მეტი დრო დაუთმონ და დაეხმარონ შვილებს.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . .

- თუ როგორი იქნება პოსტპანდემიური ცხოვრება და რა გამოწვევების წინაშე შეიძლება კიდევ აღმოვჩნდეთ. ვფიქრობ, ჩემი ულამაზესი ქვეყნის - საქართველოს მომავალზე მინდა გამთლიანებულს, გაბრწყინებულს, ძლიერს და წარმატებულს ვხედავდე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება