სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მახარებს მასწავლებლების მიერ გამოჩენილი პროფესიული სიმტკიცე“ - მანანა კიკაჩეიშვილი, თბილისის N72 სკოლის დირექტორი
16-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge თბილისის N72 საჯარო სკოლის დირექტორის, მანანა კიკაჩეიშვილის ​ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: 

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- გლობალური პროცესების მოგვარებაც შესაძლებელია დიდი ძალისხმევით და მონდომებით; ადამიანური ურთიერთობების ფასი; მზაობა დიდი გამოწვევების დასაძლევად.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- წინა წლებში საგანმანათლებლო სისტემის სწორმა მენეჯმენტმა, ელექტრონული რესურსების გამოყენების გააქტიურებამ, შესაძლებელი გახადა ექსტრემალურ სიტუაციაში ონლაინ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევა; და რომ მასწავლებელი უწყვეტ რეჟიმში უნდა ვითარდებოდეს.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- ღირებულებების გადაფასებების, ახალი გამოწვევების, უსაზღვრო შესაძლებლობებისა და გლობალური თანადგომის წლად.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- მიხარია მასწავლებლების მიერ გამოჩენილი პროფესიული სიმტკიცე, სიახლეებისა და გამოწვევების მიმღებლობა, კოლეგიალური გახსნილობა. მათ ამ ვირტუალურ სამყაროშიც კი, შეძლეს შეენარჩუნებინათ მოსწავლეებისადმი სითბო, სიყვარული და განსაკუთრებული დამოკიდებულება.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- რთული სიტუაციის მიმართ ადაპტაციის უნარი. კოვიდ-რეგულაციების დაცვა და მიმღებლობა სასკოლო სივრცეში.

- მშობლებს ვურჩევდი...

- იყვნენ სკოლის კრიტიკული მეგობრები; ითანამშრომლონ სკოლასთან და გარდა მატერიალური უზრუნველყოფისა, მეტად იზრუნონ შვილების სულიერ ღირებულებებზე.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ... 

- რომ განათლებასთან ერთად, მოსწავლეებში ჩამოვაყალიბოთ სწორი მოქალაქეობრივი თვითშეგნება. როგორც მრავალეროვანი სკოლის დირექტორს, დიდი სურვილი მაქვს, პიროვნებები აღვზარდოთ ჩვენი ქვეყნის ტრადიციების, კულტურის, ენის პატივისცემის სულისკვეთებით, რაც მეტად შეუწყობს ხელს მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება