TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დაუვიწყარი პირველი მასწავლებელი“ - თხილნარის N2 სკოლა ღვაწლმოსილ პედაგოგ მარგალიტა წულუკიძეს 70 წლის იუბილეს ულოცავს
15-03-2021
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის დირექცია, ღვაწლმოსილ პედაგოგს, მარგალიტა წულუკიძეს 70 წლის იუბილეს ულოცავს.

„დაუვიწყარი პირველი მასწავლებელი“, „საიმედო მოძღვარი და მომავლის ბურჯი“, „პედაგოგი – შემომქმედი“, - ასე აფასებენ მის 34-წლიან პედაგოგიურ მოღვაწეობას და მასწავლებლის დამსახურებებზე ბევრს საუბრობენ.

მარგალიტა წულუკიძე დაიბადა 1951 წლის 12 მარტს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბეთში, საშუალო სკოლაც აქვე დაამთავრა.

1971 წელს ჩაირიცხა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც 1976 წელს დაასრულა.

1977 წლიდან მუშაობდა თხილნარის მეურნეობის დაწყებით სკოლაში, რომელიც 1992 წელს სკოლა გადაკეთდა არასრულ საშუალო სკოლად და მარგალიტა წულუკიძემ მუშაობა ისევ დაწყებითი კლასების მასწავლებლად განაგრძო. 

2003 წლიდან არასრული საშუალო სკოლის ბაზაზე გაიხსნა საშუალო სკოლა, სადაც 2011 წლამდე განაგრძობდა პედაგოგიურ საქმიანობას.

„მარგალიტა წულუკიძე პროფესიული ერთგულებით, კეთილსინდისიერად ემსახურა ჩვენი პატარების აღზრდის საპატიო საქმეს. იგი თვისი საქმის საუკეთესო მცოდნე, თბილი და მოსიყვარულე, ასობით ჩვენი თანასოფლელის დაუვიწყარი პირველი მასწავლებელია, ნორჩების სულში ჩაწვდომის საოცარი უნარით გამორჩეული, პედაგოგი–შემომქმედი, რომელიც მთავარ ამოცანად მიიჩნევდა ბავშვთა შემეცნებით გააქტიურებას, ცოდნის ნაკადში დამოუკიდებლად გზის გაგნებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დაუფლებას, მათი სულის გამშვენიერებასა და ფიზიკურ განვითარებას.

მარგო მასწავლებელი უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა. მისთვის საუკეთესო მეთოდი იყო დარწმუნება; მისი არ ეშინოდათ და არ ერიდებოდათ; ეს საოცარი კრძალვა მათში რწმენამდეა ამაღლებული. მარგო მასწავლებელი საიმედო მოძღვარი და მომავლის ბურჯი - ასე ესახებოდათ ის აღსაზრდელთა მშობლებს. ეს კი, უდიდესი ბედნიერებაა ყველა აღმზრდელისთვის.

მარგალიტა წულუკიძე  34 წელი ემსახურა პატარების აღზრდას, არაერთხელ არის დაჯილდოებული საპატიო სიგელებითა და დიპლომებით განათლების ხელმძღვანელი ორგანოებისგან. ვუსურვებთ დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“, - ნათქვამია სკოლის დირექციის წერილში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციები მოამზადეს და მასწავლებლებსა და თანატოლებს წარუდგინეს

მოსწავლეები არაერთ საინტერესო, სახალისო თუ სასწავლო-შემეცნებით აქტივობაში ჩაერთნენ

მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება