სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ადამიანებს უფრო მეტი ნდობა და ერთმანეთის სიყვარული გვმართებს“ - მანანა ხუციშვილი​, შავსაყდრის საჯარო სკოლის დირექტორი
12-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდრის საჯარო სკოლის დირექტორის, მანანა ხუციშვილის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა. . .

- თუ რამდენად უძლურია ადამიანი ისეთი  გლობალური პრობლემის წინაშე, როგორიც ასეთი ვერაგი დაავადებებია. ამავდროულად, ადამიანებს გვასწავლა ერთმანეთის გვერდით დგომა, მოფრთხილება და მეტად გააზრება ამ პრობლემებისა. გვასწავლა, რომ ჩვენზე ბევრი რამ არ ყოფილა დამოკიდებული და რომ ქვეყნად, ჩვენ, ადამიანებს უფრო მეტი ნდობა და ერთმანეთის სიყვარული გვმართებს...მხოლოდ ეს არა, მაგრამ, ესაც გადაგვარჩენს!!!

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . .

- უფრო მეტი დამოკიდებულება ტექნოლოგიების მიმართ, უფრო სერიოზული მიდგომა ამ მხრივ, მუდმივი მზად ყოფნა ნებისმიერი შემთხვევისათვის!

- 2020 წელს დავახასიათებდი. . .

- ოოო, ჩემი, და, მე ვიტყვი, ჩემი თანამემამულეების ცხოვრების ყველაზე რთული "ეპოქა". ჩვენი ცხოვრება დაიყო ორ პერიოდად: პანდემიამდე და პანდემიის დროდ... 


- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . .

- მათი აქტიურობა ონლაინ სწავლებისას!! და კიდევ, იცით, რა მიხარია?! ყველა ჩემი მასწავლებელი ცოცხალ გაკვეთილზე რომ ოცნებობდა, ყველას რომ ენატრებოდა საკუთარი მოსწავლის ციმციმა თვალები!!!

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . .

- ასეთი აქტიურობის იმედი რატომღაც რომ არ მქონდა და ეს დავინახე!

- მშობლებს ვურჩევდი. . .

- ოო, აი, მშობლებს ვურჩევდი, რომ უფრო სერიოზულად მოექცნენ თავიანთ შვილებს. ეს ყველას მისამართით არაა, რა თქმა უნდა, ნათქვამი! იყო რამდენიმე, რომელთაც დიდი ინტერესი არ გამოუჩენია ონლაინ სწავლების მიმართ, თუმცა ამას  ხსნიდნენ ტექნოლოგიების ხელმოკლეობის გამო არქონით! 

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . .

- ძალიან, ძალიან ხშირად ვფიქრობ იმაზე, რაც გამოვიარეთ...დიდი მსხვერპლით, მაგრამ მაინც გადავიტანეთ ის ავბედითი თვეები...ეს იყო ძალიან დიდი სტრესი-ჩვენთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, მოსწავლეებისთვის!! ახლაც ცუდად ვხდები მათ შეშინებულ თვალებს რომ ვიხსენებ და მე მაქვს დიდი იმედი მსოფლიო ჯანდაცვის, მსგავსი პრობლემა მოგვარებადი გახდება ჩვენთვისაც, მსოფლიო ხალხთან ერთად!! ჯანმრთელობა მთელ დედამიწას!!

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება