| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ? რა ახარებს მასწავლებლებისგან და რა უკვირს მოსწავლეებისგან - ამ და სხვა კითხვებს etaloni.ge-თან ბლიც-ინტერვიუში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლის დირექტორი ნუნუ ქიქავა პასუხობს.
- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა. . .
- პანდემიამ დაგვანახა, რომ გულთან მივიტანოთ სხვისი ტკივილი და განსაცდელი. გავუფრთხილდეთ საკუთარ თავსა და ერთმანეთს.
- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . .
- რთულ სიტუაციაში მოქმედების უნარ-ჩვევები.
- 2020 წელს დავახასიათებდი. . .
- როგორც შიშის, ტკივილის და განსაცდელის წელს.
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . .
- ბავშვისადმი მზრუნველობა და სიყვარული, რთულ სიტუაციაში გამოსავლის ძიება
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . .
- ინტერესის შესუსტება კითხვისადმი. დიდ დროს ატარებენ ტელეფონთან და კომპიუტერთან.
- მშობლებს ვურჩევდი. . .
- მეტი დრო გაატარონ შვილებთან, იმეგობრონ მათთან
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . .
- აღსაზრდელების მომავალზე და მასწავლებლების პროფესიული საქმიანობის საუკეთესო პირობებზე.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
გაკვეთილი საოცრად პოზიტიურად და სახალისოდ წარიმართა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა