TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნიგვზარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოფლად მცხოვრებ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს
10-03-2021
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქალთა საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მოსწავლეებმა ქალბატონებს 8 მარტი მისალოცი ბარათებით მიულოცეს. 

„დღეს 8 მარტია, გაზაფხულის დღესასწაული.... ნიგვზარაში მთელი დღეა გადაუღებლად თოვს. არ გვიკვირს, მიჩვეულნი ვართ...

ზამთრის შემდეგ, პირდაპირ ზაფხულში აღმოვჩნდებით ერთ დღესაც... აპრილსა და მაისშიც გვინახავს თოვლი ამ ულამაზეს სოფელში.

ხანდახან ყოჩივარდებისა და იების თაიგულის შეკვრაც შეიძლება ამ დროს, მაგრამ დღეს ეს წარმოუდგენელი იყო.

ნიგვზარის სკოლის ცქრიალა, თვალხატულა ბავშვებს უყურადღებოდ მაინც არ დარჩენიათ სოფლად მცხოვრები ქალბატონები - ნაწილს შინ ესტუმრნენ, ზოგიც სოფლის გზაზე მიმავალნი დაასაჩუქრეს სარვამარტო მისალოცებითა და კეთილი სურვილებით.  

პენსიაზე გასული ნორა მასწავლებელიც მოინახულეს, მიულოცეს გაზაფხულის დღესასწაული და სიმბოლური საჩუქარი გადასცეს...

საოცარი სითბო და სიყვარული იღვრებოდა დღეს ნიგვზარაში, აბრწყინებდა და აცისკროვნებდა  თოვლიან-სუსხიან მარტს!

ბავშვებმა ყველგან მისვლა ვერ მოახერხეს, თუმცა მათი სიყვარული ყველა ქალბატონს ეკუთვნის! კიდევ ერთხელ გილოცავთ! ამ ბავშვების მსგავსად, გულწრფელი სიყვარულითა და სიკეთით სავსე გულებით გვევლოს ამ ქვეყანაზე“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება
სკოლები

პატარებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს გარემოს გამწვანებაში

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება