TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ძველი ანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ტრენინგი - „კიბერუსაფრთხოება“ ჩატარდა
10-03-2021
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის ეკო-კლუბ „ფესვების“ წევრმა, ზიზი ღვედაშვილმა 1-ლი-მე-6 კლასების მოსწავლეებისთვის ტრენინგი, თემაზე - „კიბერუსაფრთხოება“ ჩაატარა.

სკოლის ინფორმაციით, ტრენინგი ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსის - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2021-ის“ ფარგლებში გაიმართა.

„ტრენინგი მიზნად ბავშვების ცნობიერების ამაღლებას ისახავდა. აღნიშნული ტრენინგის შემდეგ, ვიმედოვნებთ, რომ მოსწავლეები შეძლებენ, კიბერდანაშაულისგან თავის დაცვან ახლა და შემდგომ ცხოვრებაში.

მოსწავლეების უმეტესობას ჰქონდა ამ თემასთან დაკავშირებით ინფორმაცია. ზიზიმ დამსწრეებს აუხსნა, რას ნიშნავს კიბერუსაფრთხოება, ტერმინი ჰაკერი და ესაუბრა დანაშაულის ძირითად გამომწვევ მიზეზებზე. ასევე, დაეხმარა და აუხსნა ბავშვებს, თუ როგორ დაიცვან თავი, რომ არ გახდნენ კიბერდანაშაულის მსხვერპლი.

საუბარი შეეხო სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებულ და დაურეგისტრირებელ დანაშაულებს. კითხვა-პასუხის რეჟიმისას, დაისვა შეკითხვა - „უცდიათ თუ არა მათ მსგავსი თემით ხუმრობა“ და საბედნიეროდ, უმეტესი პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

ტრენინგზე, ასევე, ისაუბრეს საქართველოში არსებულ კიბერდანაშაულის სტატისტიკაზე.

საბოლოოდ, ტრენინგის მიზანმა გაამართლა და ბავშვებმა აიმაღლეს ცოდნა ამ თემასთან დაკავშირებით.

საბედნიეროდ, ნაყოფიერი და პროდუქტიული აღმოჩნდა ყველასთვის შეხვედრა რომელიც ჩატარდა პროგამა MICROSOFT TEAMS-ის საშუალებით“, - აცხადებენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციები მოამზადეს და მასწავლებლებსა და თანატოლებს წარუდგინეს

მოსწავლეები არაერთ საინტერესო, სახალისო თუ სასწავლო-შემეცნებით აქტივობაში ჩაერთნენ

მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება