TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო“ - ბარდუბნის საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულებს საინტერესო კვირეული მიეძღვნა
10-03-2021
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბნის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა გაზაფხულის დღესასწაულებს კვირეული, სახელწოდებით „დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო“ მიუძღვნეს.

სკოლის ინფორმაციით, კვირეული ფარგლებში არაერთი საინტერესო და კრეატიული ღონისძიება გაიმართა.

„ეს არის საუკეთესო დრო იმისთვის, რომ ერთად ვიზეიმოთ სიცოცხლის ხელახალი დაბადება დედამიწაზე, დედის დღე - 3 მარტი, ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი.

კვირეული მეოთხე კლასის (დამრიგებელი რუსუდან აბჟანდაძე) ინტეგრირებული გაკვეთილით გაიხსნა, რომელიც მარიამ ბარდაველიძის სახელობის ბიბლიოთეკაში გაიმართა.

თბილ, მეგობრულ გარემოში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ იოსებ ნონეშვილის, მაყვალა მრევლიშვილის, ნოდარ დუმბაძის, მუხრან მაჭავარიანის, ალექსანდრე ბეგაშვილის, ანა კალანდაძის ლექსები.

ხელოვნების მასწავლებლის, ფატი ბარდაველიძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა შექმნეს გაზაფხულის ნახატი.

ინგლისურის მასწავლებელმა, მელანო ჩაფიჩაძემ მე-4 კლასის დედაშვილობის ზღაპარი ვიდეორგოლით გადმოგვცა და ბავშვობაში დაგვაბრუნა.

მე-3 კლასის დამრიგებელი იზო აბულაძე - საკლასო ოთახში ამწვანებული ჯეჯილი დაგვხვდა. მდიდარი ლექსიკური მარაგი, გამართული მეტყველება, ყველა მოსწავლის ჩართულობა და შრომა მართლაც მისასალმებელია.

მუსიკალურმა ნომრებმა (მუსიკის მასწავლებელი თეონა დეკანოსიძე) ემოციებით გაგვახალისა და დამსწრე სტუმრებიც კი აგვამღერა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია პირველკლასელების (დამრიგებელი ნატო რობაქიძე) მონდომება, ინტერესი და პოზიტივი. კალიგრაფიის კონკურსით მათი სიყვარული დედებისადმი ფურცლებზე გამოიხატა: „დედავ, დაგხატავ შენი ფერებით, მერე ფერებით მოგეფერები".

იაკობ გოგებაშვილის „დედაენით“ განათებული მომავლის გზა, ნოდარ დუმბაძის შემოქმედება, დედის და პირველი მასწავლებლის წრფელი სიყვარული - ეს იმედია იმის, რომ ბარდუბნის საჯარო სკოლაში ღირსეული თაობები ენაცვლებიან ერთმანეთს.

მადლობა მშობლებს, რადგან მათი ჩართულობა და ინტერესი ძალიან მნიშვნელოვანია სასკოლო ცხოვრებაში. გაზაფხულმშვიდობისა ბარდუბნიდან“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება