სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებლები თანამდროვე გმირები არიან“- ნინო ჯიბლაძე, განმუხურის საჯარო სკოლის დირექტორი
09-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ? რა ახარებს მასწავლებლებისგან და რა უკვირს მოსწავლეებისგან - ამ და სხვა კითხვებს etaloni.ge-თან ბლიც-ინტერვიუში​ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ჯიბლაძე პასუხობს. 

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა. . . 
- რომ ძალზე მნიშვნელოვანია რეგულაციების დაცვა, დროულად ინფორმაციის მიწოდება მოსწავლეებისათვის და მშობლებისათვის. სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . . 
- რომ დისტანციურ სწავლებაში არის პრობლემები, თუმცა შეუძლებელი არაფერია. ჩვენი სკოლა საკმაოდ აქტიურად ჩაერთო დისტანციურ სწავლებაში, ვიყენებდით Teams-პროგრამას, ჩვენმა მასწავლებლებმა საკმაოდ მცირე დროში შეძლეს ამ რთული და ამასთანავე საინტერესო პროგრამის დაუფლება და ატარებდნენ გაკვეთილებს სისტემატიურად. პრობლემა იყო მოსწავლეების მხრიდან ტექნიკური გაუმართაობა, ინტერნეტისა და ტექნიკის არ ქონა, ვთვლი, რომ ეს პრობლემაც მოგვარებადია, მაგალითად, ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაცია - ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ დახმარებით, შევძელით რამდენიმე ოჯახისთვის (რომელთაც სახლში 3 და მეტი მოსწავლე ჰყავთ), მიგვეწოდებინა სიმ-ბარათები, სადაც 6 თვით გააქტიურებული იყო ინტერნეტი.

- 2020 წელს დავახასიათებდი. . . 
- რთული პერიოდი იყო, გამოწვევებითა და ემოციებით დატვირთული, მაგრამ ჩვენ შევძელით ამ პრობლემებთან გამკლავება.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . . 
- რომ ყველა წამოწყებაში ჩემს გვერდით არიან, მიუხედავად სირთულეებისა და უყვართ თავიანთი პროფესია, არიან თანამდროვე გმირები, რომლებიც ექსტრემალურ სიტუაციებშიც კი არ ივიწყებენ თავიანთ ვალდებულებებს.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . . 
- ყველას არ ეხება, მაგრამ მიკვირს, როდესაც მიზეზს ეძებენ თავი აარიდონ პასუხისმგებლობას, (ისევ და ისევ სწავლას ვგულისხმობ).

- მშობლებს ვურჩევდი. . . 
- მეტი ყურადღებით დააკვირდნენ შვილებს, ჩაიხედონ მათ სულიერ სამყაროში, ნუ დართავენ ნებას 24 საათი მიჯაჭვულები იყვნენ ინტერნეტთან, იმეგობრონ წიგნებთან.

-ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . . 
- რას უფრო მოგვიტანს ტექნოლოგიების განვითარება, სიკეთეს თუ ახალგაზრდა თაობის კიდევ უფრო გამიჯვნას წიგნიერებისაგან? დისტანციური სწავლებასაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ მომავალში საკლასო ოთხის საჭიროება იქნება თუ არა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება